x
image
ნოდარ ჯოჯუა
ლევან კირკიტაძე გარდაიცვალა

imageქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კირკიტაძე გარდაიცვალა. ლევან კირკიტაძე ც ჰეპატიტით იყო დაავადებული. იგი წლების განმავლობაში მკურნალობდა.


ცნობისთვის, ლევან კირკიტაძე ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად შევიდა. ის საკრებულოში"ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით მოხვდა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. მანამდე ლევან კირკიტაძე ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობიხიძის ბიუროს ხელმძღვანელობდა.


მოგვიანებით "ნაცმოძრაობა" დატოვა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეურთდა. ამჯერად კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

0
560
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0