ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ მადრიდის “ატლეტიკო” დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ “ნიუ იორკ სითიში” გადავიდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport. es-ი იუწყება.
ვილია ამერიკულ კლუბს შეუთანხმდა და წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს. ვიდრე “ნიუ იორკ სითიში” თამაშს დაიწყებს, აშშ-ში სხვადახვა საკითხის მოსაგვარებლად კიდევ რამდენიმეჯერ ჩაფრინდება.
სხვათა შორის, 32 წლის ფეხბურთელის ოკეანისგადაღმა გადასვლით “ბარსელონა” ფინანსურად იზარალებს. საქმე ისაა, რომ ვილია კატალონიური კლუბიდან “ატლეტიკოში” 2, 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და “ბარსა” დამატებით 2 მილიონ ევროს იმ შემთხვევაში მიიღებდა თუ ფორვარდი 2014-2015 წლების სეზონსაც მადრიდულ კლუბში გაატარებდა. ამ თანხას კიდევ ერთი მილიონი დაემატებოდა თუ ვილია “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge