შოუბიზნესი ვისთან აქვს რომანი ნოე სულაბერიძეს (+მათი პირადი ფოტოები) 2014, 29 მაისი, 10:13 მუსიკალური ტელეპროექტების "ორი ვარსკვლავისა" და "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე მექალთანის იმიჯით არის ცნობილი. ნოე სულაბერიძე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ეკა სამხარაძესთან. ეს მისი მეორე ქორწინებაა. ჰყავს ორი შვილი-ერთი პირველი ქორწინებიდან და მეორე, ეკა სამხარაძესთან-პატარა გოგონა ლიზა. თუმცა მათი ოჯახი რამდენიმე თვეა უკვე რაც დაინგრა. როგორც ეკა სამხარაძემ აღნიშნა ნოე სულაბერიძე მას ჯერჯერობით არ აძლევს ოფიციალურ გაყრაზე თანხმობას. მათი დაშორება ორიოდე თვის წინ გახდა ცნობილი ეკა სამხარაძის "ფეისბუქის" გვერდიდან. დაშორების მიზეზი, რომელზედაც აქამდე მხოლოდ ჭორის დონეზე იყო ცნობილი, გახდა მესამე პიროვნება. გავრცელებული ხმების მიხედვით მათი ოჯახი მომღერალ ნინი ბადურაშვილის გამო დაინგრა. თუმცა ახლა უკვე მათ შორის სხვა პიროვნება ჩადგა და ეს არის ''იმედის'' თანამშრომელი თიკა ჭანტურიძე, რომელიც სავარაუდოდ პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის დახმარებით ტელეკომპანია "იმედის" სახეც გახდება. თიკა ჭანტურიძე რამოდენიმე თვის წინ დაშორდა მეუღლეს ნიკა ჩახვაშვილს, რომელთანაც ტყუპები ჰყავს. როგორც ჩანს, ნოე და თიკა ერთად ისვენებდნენ თურქეთსა და ეგვიპტეში, თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავდნენ. მათი რომანის შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა ნოეს ყოფილმა მეუღლემ, ეკა სამხარაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის მათი ურთიერთობის შესახებ ცოტახნის წინ გახდა ცნობილი: "ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიების'' კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება - ეს უკვე სინდრომია"... ხოლო ნინი ბადურაშვილისა და ნოე სულაბერიძის შესაძლო რომანზე, ჟურნალისტმა ეკა სამხარაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა რომ მეტის თქმას აღარ აპირებდა. გთავაზობთ ნოე სულაბერიძის და თიკა ჭანტურიძის პირად ფოტოებს მათი სოციალური ქსელიდან. ნოე ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან ერთად: 6462 5-ს მოსწონს 3-ს არა |
შ