იმერეთი ქუთაისში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა +(ფოტორეპორტაჟი) 2014, 27 მაისი, 13:43 ქუთაისში, 26 მაისს, ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (თეატრიდან ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით საგზაო დეპარტამენტამდე) სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც მძიმე საბრძოლო ტექნიკა, ასევე სახმელეთო და საარტილერიო დანადგარები. ამასთან, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. ცნობისთვის, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის 12 ქალაქში, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 818 3-ს მოსწონს
|