46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო აქვთ:მობილურის ნომერი,Facebook-ის გვერდი და საერთო საყვარელიც კი
როგორც 46 წლის ტყუპი დები ემი და ბეკი გლასი (Amy and Becky Glass) აცხადებენ ისინი ბოლო 15 წლის მანძილზე ერთხელაც არ დაშორებულან ნახევარ საათზე მეტი.![46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო
აქვთ:მობილურის ნომერი,Facebook-ის გვერდი
და საერთო საყვარელიც კი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201405/201405260831386227.jpg)
განუყრელ დებს ლოს-ანჯელესიდან ერთი საერთო გვერდი აქვთ Facebook-ზე, ერთი მობილურის ნომერი, საერთო საყვარელი და ცხოვრობენ ერთ სახლში.
დები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისინი ვერ განასხვაონ, იცმევენ ერთნაირ კაბებს, იკეთებენ იდნეტურ მაკიაჟს...ბიზნესიც კი საერთო აქვთ, რომელსაც სახლიდან ხელმძღვანელობენ.![46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო
აქვთ:მობილურის ნომერი,Facebook-ის გვერდი
და საერთო საყვარელიც კი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201405/201405260831566227.jpg)
მათივე განცხადებით მათთვის არაა მნიშვნელოვანი ის, რომ სერიოზული ურთიერთობა გააბან მამაკაცთან, "ჩვენ ერთმანეთზე ვართ დაქორწინებულები", საკვებსაც კი ზუსტად ერთნაირად მიირთმევენ, ამიტომ წონაც იდენტური აქვთ.![46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო
აქვთ:მობილურის ნომერი,Facebook-ის გვერდი
და საერთო საყვარელიც კი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201405/201405260832146227.jpg)
1993 წელს დებმა ერთ-ერთ საღამოზე გაიცნეს მამაკაცი, სახელად კრისი."ვიგრძენით, რომ ამ მამაკაცს მოვეწონეთ, შემდგომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ორივენი ერთდროულად დავდიოდით პაემანზე, ამასთანვე არასდროს გვიეჭვიანია ერთმანეთზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის არასდროს გამოგვარჩევს ერთმანეთისგან"![46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო
აქვთ:მობილურის ნომერი,Facebook-ის გვერდი
და საერთო საყვარელიც კი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201405/201405260832326227.jpg)
ქალები აცხადებენ, რომ არა აპირებენ გათხოვებას და შვილების ყოლას.."ჩვენ გვიყვარს მოგზაურობა, ამიტომ არ გვინდა ზედმეტი პასუხისმგებლობა ავიკიდოთ..ბავშვები სახლს მიგვაჯაჭვებენ".
![46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო
აქვთ:მობილურის ნომერი,Facebook-ის გვერდი
და საერთო საყვარელიც კი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201405/201405260832546227.jpg)
![46 წლის ტყუპ დებს ყველაფერი საერთო
აქვთ:მობილურის ნომერი,Facebook-ის გვერდი
და საერთო საყვარელიც კი image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201405/201405260833276227.jpg)