საზოგადოება თამთა გოდუაძის ქალიშვილი ერთი წლის წინ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოვარდა 2014, 25 მაისი, 11:40 სექსუალური და თამამი იმიჯის მქონე მომღერალი, თამთა გოდუაძე საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერლად ითვლება. საქართველოში იგი მას შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რაც მუსიკალური ტელეშოუს "X ფაქტორის" ჟიურის წევრად მოგვევლინა. ულამაზესმა თამთამ მალე მოიპოვა ხალხის სიმპატიები და სიყვარული. 33 წლის თამთას ცხოვრების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ცნობილია, რომ იგი პატარა ასაკში გათხოვდა და ამ უიღბლო ქორწინებიდან ყავს 17 წლის ქალიშვილი, ანა. თამთა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა საბერძნეთში. მისი ოჯახი, როგორც ქართული ოჯახების უმრავლესობა სამუშაოდ გაემგზავრა იქ. სწორედ შემთხვევითობის წყალობით, თამთამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ შოუ "სუპერ აიდოლ"-ში, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ დაიწყო თამთას წარმატებები და მალე იგი ბერძნებისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. თამთა გოდუაძის ქალიშვილის ანას შესახებ თითქმის არაფერი არ არის ცნობილი. მისი ფოტოებიც კი ძნელად მოიპოვება. როგორც ბერძნული პრესა წერს, თამთას და მის შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. არ არის ცნობილი, თუ ვინ არის ანას მამა. გასული წლის ზაფხულში, თამთას გოგონა ანა, საკუთარი სახლის აივნიდან გადმოვარდა. როგორც ჩანს გოგონას თავბრუ დაეხვა, სასწრაფო დახმარების მანქანით ანა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი ორი დღის განმავლობაში დატოვეს. ამ უბედურ მომენტში თამთა სცენაზე იმყოფებოდა და მღეროდა. საბედნიეროდ კი ყველაფერი კარგად დასრულდა და ანას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ანა დედას გარეგნულად არ გავს, მაგრამ ძალიან საყვარელი და ლამაზია. 3795 7-ს მოსწონს
|