x
image
მანჩო 777
ადამიანის სხეულის უცნაური ანატომიური მოდელები- ამჟამად უკვე სამუზეუმო ექსპონატები
დღეს მინდა თქვენთან ერთად მცირე ექსკურსი ჩავატაროთ წარსულში და მიმოვიხილოთ ისტორიის მანძილზე შექმნილი უცნაური და საინტერესო ანატომიური მოდელები ადამიანების სხეულისა. ყველა ისინი ძირითადად შექმნილი იყო მე-18 ან მე-19 საუკუნეებში და წარმოადგენდა ადამიანის სხეულის აგებულების შეცნობის გასაღებს.



image


მანამ, სანამ კაცობრიობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს შეიმუშავებდა ქირურგიული ოპერაციების გზით, მეცნიერები და ექიმები წლებისა და საუკუნეების განმავლობაში იკვლევდნენ ადამიანის სხეულს. საკვლევ ნიმუშებად ძირითადად ითვლებოდა ადამიანების გვამები. ეს იყო ძირითადად უპატრონოდ გარდაცვლილი ადამიანების ან სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების გვამები. ხშირ შემთხვევებში, უფრო მეტად ეს ხდებოდა სამედიცინო სასწავლებლებში, კვლევისათვის გამოიყენებოდა ადამიანის სხეულის მოდელები, რომლებსაც სხვადასხვა მასალისაგან ამზადებდნენ. დღეს ეს ანატომიური მოდელები მუზეუმების ექსპონატებია. მინდა

წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ასეთი ექსპონატი.





ადამიანის თავი ქალის მოდელი, დამზადებული სპილოს ძვლისაგან


image


ამ ანატომიურ მოდელს გააჩნია მოძრავი დეტალები: თვალები, ქვედა ყბა და ენა. დამზადების თარიღი- მე-19 საუკუნე.




ანატომიური მოდელი სპილოს ძვლისაგან, დამზადებული მე-17 საუკუნეში


image


მე-17 საუკუნეში ასეთი მოდელები იდო მდიდარი კერძო მეანების სამუშაო მაგიდებზე. ამ მეანებს ხშირად სტუმრობდნენ ახალგაზრდა მდიდარი წყვილები, რომლებიც ბავშვს ელოდებოდნენ. მოდელზე მეანი მათ უჩვენებდა ნაყოფის განვითარებას დედის საშოში. ძირითადად ეს პატარა მანეკენები გავრცელებული იყო გერმანიაში.




სამშობიარო ტრენაჟორი


image


ეს დახვეწილი მოდელი ძირითადად გამოიყენებოდა ახალგაზრდა მეანი ექიმების სწავლებისათვის.




ცვილის გვამები (1830-1870 წლები)


image


ანატომიური გამოკვლევისათვის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკული სწავლებისათვის გვამების უკმარისობის გამო მე-18 საუკუნის შუახანებში ანატომებმა მოიფიქრეს ჭკვიანური, მაგრამ სასტიკი მეთოდი-გვამების დამუშავება ცხელი სანთლით. ჰოლანდიელმა ბოტანიკოსმა და ანატომმა ფრედერიკ რიურიშმა მოიფიქრა სხეულის და შინაგანი ორგანოების დამუშავება ცვილით და სპეციალური სითხით, რომელსაც მან balsamicum უწოდა. რიურიშს ანტომიის რემბრანდტს უწოდებდნენ. მან მუზეუმიც კი გახსნა, რათა თავისი ქმნილებები ხალხისათვის ეჩვენებინა. თუმცა მეცნიერმა საფლავში წაიღო მის მიერ გამოგონებული საოცარი ბალზამის balsamicum-ის დამზადების საიდუმლო.





ჩინური დიაგნოსტიკური თოჯინა ( მე-18-19 საუკუნეები)


image


მე-18-19 საუკუნეებში ჩინელი ქალები ექიმთან იშვიათად დადიოდნენ. გამონაკლის შემთხვევაში, თუკი ვიზიტი მაინც აუცილებელი იყო, ისინი არასოდეს არ აჩვენებდნენ ექიმს შიშველ სხეულს. სხეულის ნაწილების ხსენებასაც კი ტაბუ ჰქონდა დადებული.

ექიმსა და პაციენტს შორის კონფიდენციალურობის დასაცავად ეშმაკური გადაწყვეტილება გამოიგონეს: ეს იყო დიაგნოსტიკური თოჯინა. ექიმთან ვიზიტის პროცედურა მეტად უცნაური იყო: ავადმყოფი ქალი იმალებოდა ფარდის უკან, ის მხოლოდ ხელს გამოყოფდა ფარდიდან და თოჯინაზე უჩვენებდა ექიმს იმ ორგანოს ან ადგილს, რომელიც ტკიოდა.




პაპიე-მაშესაგან დამზადებული ტვინი (1801-1850 წლები)


image


იმ დროს, როცა გვამების ნაკლებობის გამო ანატომების ერთი ნაწილი აკონსერვებდა ადამიანის სხეულს ცვილის საშუალებით, სხვები უპირატესობას აძლევდნენ გაცილებით უწყინარ მეთოდს: პაპიე-მაშესაგან ამზადებდნენ ანატომიურ მოდელებს. ფრანგი ექიმი ლუი ტომას აიზუკსი იყო პირველი, ვინც ეს ტექნოლოგია დანერგა პრაქტიკაში. 1822 წელს, როცა მან დიპლომი დაიცვა, პირველად წარადგინა პარიზის სამედიცინო აკადემიაში ამ მასალისაგან დამზადებული მამაკაცის ნატურალური სიმაღლის მოდელი.

5 წლის შემდეგ მან გახსნა ფაბრიკა თავის მიერ გამოგონებული ანატომიური მოდელების დასამზადებლად, რომლებითაც ის სამედიცინო უნივერსიტეტებს და საავადმყოფოებს ამარაგებდა. ეს პაპიე-მაშეს ტვინი დამზადებულია სწორედ აიზუკსის ფაბრიკაში 1830-იან წლებში.



ცვილის ფიგურები (1776-1780 წლები)


image


სტუდენტები, რომლებიც 1700-იან წლებში ფლორენციის უნივერსიტეტში სწავლობდნენ მედიცინას, სწორედ ამდაგვარი სკულპტურის საფუძველზე ეუფლებოდნენ ანატომიის საფუძვლებს. ეს ანატომიური მოდელი დამზადებულია სწორედ ფლორენციაში.




თვალები (1801-1900 წლები)


image


ეს მოდელი თითქმის ბოლომდე იშლება, რომ უფრო იოლად ვნახოთ, როგორია თვალის აგებულება. უფრო დახვეწილ მოდელებში ვენები შეღებილი იყო წითლად, ხოლო მინა ცვლიდა თვალის ჟელესმაგვარ მინისებრ სხეულს.




ქალის ცვილის ფიგურა ( 1771-1800 წლები)


image


ევროპაში ცვილის ანატომიური მოდელები თითქმის სულ მამაკაცებისა იყო, ძალიან იშვიათად მზადდებოდა ქალის სხეული. მიუხედავად იმისა, რომ ქალის მოდელები გამორჩეულად საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოიყენებოდა, ისინი გაცილებით დახვეწილი და ნატიფი ნამუშევრებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე მამაკაცის მოდელები.

ქალთა მოდელებს ხშირად უწოდებდნენ ვენერას-სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელს. ასეთი მოდელები იწვნენ სამედიცინო მაგიდებზე პასიურ, თითქმის სექსუალურ პოზებში, ამშვენებდათ გრძელი თმა და ხანდახან სამკაულებიც კი.

0
343
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0