x
image
ნოდარ ჯოჯუა
"ვანო მერაბიშვილი მეუღლეს, ოჯახს და მეგობრებს ენატრება"

imageსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. როგორც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ერთი წელი ძალიან მძიმე და რთული იყო.


"უკვე ერთი წელია, რაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. ეს ერთი წელი ვანოს გარეშე ძალიან მძიმე და რთული იყო ჩემთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის, მისი მეგობრებისთვის. მაგრამ მე პირადად და, ვიცი, ყველა მისი ახლობელი თუ მეგობარი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე, დაფასდება ყველა ის საქმე, რაც ვანო მერაბიშვილმა ამ ქვეყნისთვის გააკეთა და გათავისუფლდება, დაუბრუნდება თავის შვილებს და ოჯახს. გელოდებით ვანო!, "–წერს თაკო მერაბიშვილი "ფეისბუკის"პირად გვედრდზე.

image

0
696
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0