x
image
ნოდარ ჯოჯუა
თაკო მერაბიშვილი: "ვანო მართლა გაიყვანეს ღამით, მალულად საკნიდან"

imageსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჯერად პატიმარ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი ლალი მოროშკინას განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.


"ლალი მოროშკინამ დაადასტურა ის, რაც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. სინამდვილეში ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება სრული სიმართლე იყო და რომ ის მართლა გაიყვანეს ღამით, მალულად საკნიდან და ფარცხალაძესთან მიიყვანეს, მაგრამ მაშინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამას "ტყუილებსა" და "მერაბიშვილის ფანტაზიებს" უწოდებდნენ. საინტერესოა, ახლა რას იტყვიან, როცა მათივე მთავრობის მხარდამჭერი, სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა იგივეს ადასტურებს?, "-წერს თაკო მერაბიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩევლის ლალი მოროშკინას განცხადებით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან დროებით გამოყვანა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს დიმიტრი დარბაისელს უკავშირდება.

image

0
595
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0