საზოგადოება 98 წლის ქველმოქმედი მათხოვარი 2014, 18 მაისი, 8:59 სოფიის ქუჩებში მას თითქმის ყველა სცნობს, ბულგარელი 98 წლის დობრი დობრევი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, ომის შემდგომ მან ფაქტიურად დაკარგა სმენა, იგი ყოველდღიურად 25 კილომეტრს დადის ფეხით, მათხოვრობს, ლოცავს ვინც მისთვის გროშებსაც კი იმეტებს. თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ იგი თავისთვის არ მათხოვრობდა და თვითონ არ იდებდა ჯიბეში თანხას. 40 000 ევრო შეაგროვა მოხუცმა, აქედან ერთი ნაწილი ბულგარეთის ძველ მონასტრებს შესწირა, რომლებაც რესტავრაცია ესაჭიროებათ, ხოლო მეორე ნაწილი ბავშვთა სახლების კომუნალური გადასახადებისთვის გადარიცხა. თვითონ მოხუცი სახელმწიფო პენსიით ირჩენს თავს, რომელიც 80 ევროს ექვივალენტია. 348 6-ს მოსწონს
|