საზოგადოება პრემიერი ზუგდიდში 18 მაისს ჩამოვა 2014, 15 მაისი, 17:36 კვირას, 18 მაისს ზუგდიდში პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან, ის კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს. ღონისძიება 15:30 წუთზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას დედაქალაქიდან მოწვეული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და შოუბიზნესის ცნობილი სახეები მიიღებენ. საღამო ბევრ სიურპრიზსა და დადებით ემოციებს გვპირდება. ზუგდიდის ცენტრალური მოედანი ღონისძიებაზე დამსწრებ ყველა სტუმარს გულთბილად ელოდება. 12 2-ს მოსწონს
|