x
image
სანტა-თამო
19 წლის ბიჭი მეგობარი გოგონას ოჯახისწევრებმა დაჭრეს

image

ვარკეთილში გარდაცვლილი 19 წლის დათო ხარაზიშვილზე მეგობრები საუბრობენ. გარდაცვლილის მეგობარმა ერთერთ ინტერნეტ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავით ხარაზიშვილი მეგობარმა გოგონამ საღამოს საათებში სახლიდან გაიყვანა, რის შემდეგაც გოგონას მამა, ბაბუა და ძმა 19 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ზურგის არეში დანით დაჭრეს. "ვიცოდით, რომ გოგომ მოსწერა ფეისბუქზე, საქმე ჰქონდა და ჩასულიყო. დათო ჩავიდა. შემდეგ სადღაც გავიდნენ მანქანით და ჯავახეთის ქუჩაზე სხვა მანქანით მივიდნენ ამ გოგოს ბაბუა, მამა და ძმა. სწორედ აქ მოხდა დათოს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლის დროსაც დანით დაჭრილი გარდაიცვალა" - განაცხადა მეგობარმა.

გარდაცვლილის ბიძის განცხადებით, გოგო რომელსაც დათო ხარაზიშვილი შეხვდა პირადად იცნობდა, თუმცა გოგონა დათოს შეყვარებული კი არა უბრალოდ მეგობარი იყო. რაც შეეხება გარდაცვალების დეტალებს, როგორც გიორგი ელიზბარაშვილმა აღნიშნა, დათო გოგონასთან შესახვედრად დედის მანქანით იყო გასული.

ახლობლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ გოგონას მამა, ბაბუა და ძმა კი ჯერ დაიჭირეს და შემდეგ გაანთავისუფლეს. გამოძიება გვიჩვენებს როგორ დასრულდება ეს ავბედითი საქმე.

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0