საზოგადოება შიმშილის შედეგად 2013, 23 მარტი, 15:58 მინდა გამოვთქვა მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. ღრმად პატივცემული, საქართველოს ვადაგასული პრეზიდენტი, გუშინ ღამე მორალს რომ გვიკითხავდა და დიად თემებზე საუბრობდა, ამ დროს ეს ბავშვი სიცოცხლეს ეთხოვებოდა. კითხვაზე, თუ როგორი სახელმწიფოს გვიტოვებს მიშა სააკაშვილი, ჩემი პასუხია შიმშილიან და სიკვდილიან საქართველოს. დღეს ეს ინფორმაცია, რომ გაიგო, გულის სიღრმეში მაინც არ ჩაწყდა ძარღვი. თავის დაცვაში მილიონებს რომ ხარჯავდა, გართობასა და ქალებთან არშიყს მილიონებს რომ ატანდა, ახლა რას იტყვის ნეტა? მინდა, რომ მალე დასრულდეს საქართველოში შიმშილი. მინდა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მალე აღმოფხვრას ეს საშინელება. სირცხვილია, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ასეთი ჩვილი ბავშვები შიმშილის გამო იხოცებოდნენ. 25 1-ს მოსწონს
|