საზოგადოება ქარჩხაძე მარკესის მოსაზრებას ეხმაურება 2013, 9 მაისი, 18:54 ერთხელ მარკესმა შემდეგი სიტყვებით თავისი მოსაზრება გამოთქვა: "მე ვემსახურები ჩემს ხალხს და არა ჩემი ხალხის მთავრობას". ჯემალ ქარჩხაძე ამ მოსაზრებას ასე გამოეხმაურა: "მე არ ვიცი, სად და რა ვითარებაში თქვა მარკესმა ეს ფრაზა, მაგრამ არა მგონია, ამ დროს იმის პრეტენზია ჰქონოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულ სიბრძნეს ქადაგებდა. მონა ბატონს ემსახურება, თავისუფალი და პატიოსანი ადამიანი კი ღმერთსა და ქვეყანას. რა არის ამაში უჩვეულო ან სატრაბახო? რა არის იმაზე ბუნებრივი რომ ადამიანი პატიოსანი იყოს? განსაკუთრებული ის იქნება, პირიქით ხდებოდეს - კაცი მთავრობას ემსახურებოდეს და არა ხალხს, მით უფრო მაშინ, როცა ხალხისა და მთავრობის ინტერესები ერთმანეთს ისეა აცდენილი, როგორც, ვთქვათ, ჩვენში. მაგრამ საქართველოში რომ მორალი ყირაზეა დაყენებული და უმრავლესობა, საკუთარ კეთილდღეობას გამოკიდებული, ბატონს ემსახურება, ეს ჩვენს წამხდარობაზე მიუთითებს და არა იმაზე, რმ ძირეული მორალური პირობები გმირობის სინონიმი გახდა." ეს მოსაზრება გამოთქმულია 2012წელს. 85 11-ს მოსწონს 1-ს არა
|