x
image
სანტა-თამო
სავაშ ბალდარის სიყვარულით თურქზე გათხოვილი გოგონა

image


სიყვარული რომ გიჟია და კანონებს არ ემორჩილება ეს უდაო საკითხია, მაგრამ რაც რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე ფრიად განსაცვიფრებელია.

უმუშევრობამ და დუხჭირმა ცხოვრებამ ბევრი ჩვენი თანამემამულე რომ საზვარს მიღმა გარიყა, ეგ სიახლე არ არის. სიღარიბემ და მშობლების ავადმყოფობამ ერთ ქართველ გოგონასაც თურქეთში მუშაობისკენ უბიძგა. ის მაღაზიაში გამყდვლად მოეწყო, იქ გაიცნო აჰმედიც, მაღაზიის მეპატრონე. მამაკაცს გოგონა მაშინვე მოეწონა და დიდ ყურადღებასაც იჩენდა მის მიმართ, ყავაზეც კი დაპატიჟა მაგრამ გოგონამ უარი უთხრა, შეეშინდა ვინმეს არ ეცნო და მშობლებისთვის ცუდად არ ეთქვა რამე. აჰმედი თავს ევლებოდა გოგონას მაგრამ გოგონა საპასუხო რეაქციას არ იძლეოდა, ამიტომ მამაკაცმა გადაწყვიტა დაეცადა მისთვის და ზედმეტი ყურადღებით არ შეეწუხებინა, რაც გოგონას სულაც არ მოეწონა, გულიც კი დაწყდა რომ ასე მალე დათმეს.

ერთხელაც დედამ დაურეკა გოგონას და მორიგი მოკითხვის შემდეგ გაუმხილა შვილს რომმთელი საქართველო შეყვარებულია ვინმე სავაშ ბალდარზე, რომ ის სანიმუშო ადამიანის და სამაგალითო მამაკაცის როლს ასრულებდა თურქულ სერიალში. გოგონა დაინტერესდა და რამოდენიმე სერიას თვითონაც უყურა. უყურა და მიხვდა რომ სავაშ ბალდარი თვითონაც შეუყვარდა. თურქი მსახიობის ხილვამ და სავაშის გმირმა მასზე იმდენად იმოქმედა რომ გადაწყვიტა აჰმედს გამოლაპარაკებოდა, თავიდან სერიალზე ისაუბრეს, მერე საუბარს შეჰყვნენ, ბოლოს კი მიპატიჟებებზეც არ უთქვამს უარი. თანამშრომლებიც მიხვდნენ რომ მათ შორის უთიერთობა აეწყო და ყველამ აღნიშნა რომ ეს სავაშ ბალდარის დამსახურება იყო. სამიოდე კვირის წინ კი გოგონა აჰმედს ცოლად გაჰყვა. ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, გოგონა სამუშაოზეც აღარ დადის და ბედნიერია თავის "სავაშ ბალდართან". (ასე გოგონას დედა ეძახის სიძეს) დედას გონია რომ თავის შვილს თურქი კაცი მალე მიატოვებს და ისე მიაგდებს მასთან ხელსაც კი არ მოაწერს. გოგონა იმედოვნებს რომ დედის სიტყვები არ გამართლდება და მისი "სავაში" მუდამ გვერდით ეყოლება.

7
585
9-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
585
  
2013, 6 აგვისტო, 14:57
ვაი მისი თურქ ქმარს, გონია ცოლი სიყვარულით შეირთო.
2013, 29 ივლისი, 5:56
ვაი ამის პატრონს უბედურს ...
2013, 28 ივლისი, 14:45
ნუ ახლა თურქეთი აქვეა და მექსიკა......
იმხელაზე ვერ წავიდნენ ხუანის ფანები:)))))
საბოლოო კი ცისაც რა მოწონს იმას უყურერბს,მოისმენს წაიკითხავს და ვისზეც უნდა იმაზე დაქორწინდება და ეს მხოლოდ მისი საქმეა
2013, 28 ივლისი, 14:42
ახლა პირდაპირ თხოვდებიან თურქებზე. :D
2013, 28 ივლისი, 12:22
:)))))))))))))))
ერთი დრო მონიკას არქმევდა ხალხი სერიალის სიყვარულიტ შვილებს:)))))))
2013, 22 ივლისი, 18:04
ჰო მაგრამ სიმართლეა.
2013, 22 ივლისი, 17:36
არ მინდა ეს დავიჯერო...
0 1 7