x
image
worldsport.ge
"ნაპოლი" კორეიას ტრანსფერზე მუშაობს

imageიტალიური "ნაპოლი" კატალონიის "ბარსელონას" მცველით ადრიანო კორეიათი დაინტერესდა. ესპანური გამოცემა “მარკას” ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი იტალიაში იმყოფება და ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებს ხვდება.
ნეაპოლელებს ხავიერ მასკერანოს შეძენაც სურთ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენის გაღებას აპირებს იტალიური კლუბი ამ ორ ფეხბურთელში. კორეიას შეძენა "იუვენტუსს" და "რომასაც" უნდა.
ადრიანო კორეიამ პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელი 2010 წელს "სევილიიდან" "ბარსელონაში" 9.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0