საზოგადოება სექსუალურად აღვირახსნილი ქალი მასწავლებლები 2014, 10 მაისი, 17:41 უკვე მერამდენედ გვიწევს მსგავს ფაქტებზე საუბარი თუ რატომ ხდება მასიურად დასავლეთში მასწავლებლებისგან(ძირითადად ქალებისგან) მოსწავლეების სექსუალური გარყვნა ან ძალადობა მათზე ...მიზეზის გარკვევა ალბათ უფრო ფსიქოლოგების საქმეა.
მანამდე კი მოგითხრობთ სულ რაღაც ბოლო ერთ თვეში მომხდარი ანალოგიური ფაქტების შესახებ. სამშაბათს დაკავებული იქნა სოციალური კვლევის მასწავლებელი 26 წლის ელიზაბეტ ალექსანდერი, რომელიც სკოტ-კაუნტის საშუალო სკოლაში 2006 წლიდან ასწავლიდა(ლაკსინგტონი, შტატი კენტუკი, ა.შ.შ), თავის სექსუალური ვნებების დასაცხრომად მან 15 წლის მოწაფესთან გააბა რომანი, იგი ბიჭს სპეციალურად ტოვებდა გაკვეთილების შემდეგ, ამასთანავე გაკვეთილებზე საკმაოდ გამომწვევად ჩაცმული დადიოდა.(ანიმაციური ვიდეო) 22 წლის ინგლისურის მასწავლებელი სტეფანე სიბური დაკავებული იქნა პოლიციის მიერ მას შემდეგ, რაც მას სექსუალური კავშირი ჰქონდა ...13 წლის მოწაფესთან საკუთარ სახლში. მან "ფრედ ფაიფერის" საშუალო სკოლაში აგვისტოს თვიდან დაიწყო მუშაობა(შტატი დელევერი).პოლიციამ დაადგინა, რომ მასწავლებელმა მოწაფე საკუთარი მანქანით წაიყვანა სახლში, ეს ფაქტი სათვალთვალო ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. მასწავლებელი დაკავებული და გასამართლებული იქნა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო, საბოლოოდ იგი თავდებით 40 000$ გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.(ანიმაციური ვიდეო) 42 წლის მასწავლებელი ელისია სმიტი განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან, თან პარალერულად დაეკისრა 30 000$ ჯარიმის გადახდა 15 წლის მოწაფისთვის ეროტიული ცეკვის მოწყობის გამო. მასწავლებელმა დაბადების დღე მიულოცა მოწაფეს, დასვა სკამზე და მუსიკის თანხლებით, სხვა მოწაფეების თვალწინ მუხლებზე გამომწვევად დააჯდა, თან ალერსიან სიტყვებს ჩასჩურჩულებდა:"მიყვარხარ პატარა, გილოცავ დაბადების დღეს" და ა.შ.(ანიმაციური ვიდეო) 83 4-ს მოსწონს |
სხვა ღირებულება და მიზანი ცხოვრებაში გაუქრა უმეტესობას