საზოგადოება ქართველი ბებოს გულისამაჩუყებელი ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი შეძრა 2014, 9 მაისი, 1:13 "კარგი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება" და კიდევ რამდენ სიბრძნეს ვსწავლობთ სიცოცხლის მანძილზე. სამწუხაროდ თეორიულად ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება ცოტას თუ შეუძლია. ეს ყველაფერი ალბათ ქვეყანაში გამეფებული ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალიცაა... კეთილ ადამიანებს, რა დალევს... საბედნიეროდ ისინი ჩვენს გარშემო არიან, მუდამ მზად ჩვენს დასახმარებლად. ერთ ქართველ ბებოს კი ძალიან გაუმართლა... "ერთხელ დილით სახლში ვბრუნდებოდი. სადარბაზოში განცხადება დამხვდა: "ძვირფასო მეზობლებო! დღეს დაახლოებით 9.20 სადარბაზოს შესასვლელთან დავკარგე 20 ლარი. თუკი ვინმემ იპოვეთ, გთხოვთ შემოიტანოთ 76 ბინაში, ლეილა მოიკითხეთ. პენსია სულ 180 ლარი მაქვს." ამ ერთმა "ფეისბუქპოსტმა" თითქმის მთელი საქართველო მოიცვა და ბევრი ჩვენგანიც შესანიშნავ განწყობაზე დააყენა. ვუსურვოთ ბებოს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე... აი, ის ექვსი უცნობი კი, უდავოდ, ყველაფრის საუკეთესოს ღირსია... 465 3-ს მოსწონს 1-ს არა
|