x
image
ნოდარ ჯოჯუა
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა თანამდებობიდან გაათავისუფლეს
imageქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ, თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა თანამდებობიდან გაათავისუფლა.


"როცა ამბობდნენ, რომ ფინანსური დარღვევების გამო გამათავისუფლებდნენ თანამდებობიდან, ეს არის სიცრუე. მინდა აღვნიშნო, რომ აუდიტში არის ბუღალტრის მიერ უამრავი დარღვევა, ჩემს დანიშვნამდე და შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ მე რამდენიმე მცდელობა მქონდა თეატრის ბუღალტერი თემურ თევზაძე სამსახურიდან გამეშვა, ვინაიდან ის ჩემს ბრძანებას არ ასრულებდა, მას მუდამ ზემოდან მფარველობდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობიდან გამათავისუფლა. გოგი ჭიჭინაძემ მინისტრს მიწერა წერილი, წერილში არის აღწერილი თითქოს ვერ ვასრულებდი სამუშაოს, "–განაცხადა ხატია ვედმედევამ.


თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე პასუხობს ვედმედევას ბრალდებებს.


"ქუთაისი ისეთი ქალაქია, რომ მნიშვნელოვან პოზიციაზე უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვერ აკადრებ ისეთ რაღაცეებს, რაც ზოგიერთებმა თვეების განმავლობაში აკადრეს ვედმედევას. ხატია ვედმედევას შევთავაზე განცხადების დაწერა, რათა ღირსეულად დაეტოვებინა თანამდებობა, "–განაცხადა ჭიჭინაძემ.



ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ოპერის თეატრის ყოფილი თანამშრომლები თეატრის აწ უკვე ყოფილ დირექტორს ხატია ვედმედევას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0