სხვა უბრალო, მაგრამ გენიალური გამოგონებები, რომლებსაც ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ 2014, 7 მაისი, 20:21 ჩვენს პლანეტაზე უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც უბრალოდ იბრძვიან გადარჩენისათვის:ბევრ მათგანს ელემენტარული სასმელი წყალი არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ საყოფაცხოვრები ტექნიკაზე და ელექტროობაზე. გაჭირვებამ ამ ადამიანებს აიძულა ყოფილიყვნენ კრეატიულები და მოეგონებინათ უამრავი გენიალური იდეა. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:
წყლიანი ბორბალი-მისი დახმარებით ქალებს შეუძლიათ იოლად მოიტანონ სახლში იმდენად დიდი რაოდენობის წყალი, რამდენსაც ვედროების საშუალებით ვერ შეძლებდნენ "მზის ბოთლები"-ეს იდეა გამოიგონეს ფილიპინებში, სადაც მუდმივადაა ელქტროენერგიის პრობლემა. ბოთლებს ამონტაჟებენ სახლების სახურავებზე და ისინი უფანჯრო სახლებს ანათებენ მთელი დღის განმავლობაში, სანამ მზე ჩავა "სასმელი წიგნი"-ამ წიგნის ფურცლები შედგება ფილტრის ქაღალდისაგან. ეს ფურცლები არამარტო ფილტრავენ წყალს და მას დასალევად ვარგისს ხდიან, არამედ წყალში არსებულ დაავადების გამომწვევ ყველა ბაქტერიას კლავენ. წიგნის ფურცლები დაფარულია ვერცხლის ნანონაწილაკებით, რომლებიც ხოცავენ ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა ქოლერის და ტიფის გამომწვევი ბაქტერიები, E.coli და სხვა რეკლამა, რომელიც წყალს გვაძლევს-ამ სარეკლამო ბანერს შეუძლია ჰაერისაგან გამოიმუშაოს წყალი დღეში დაახლოებით 100 ლიტრის რაოდენობით "გრავიტაციული სინათლე"-ელექტროენერგიის და ნავთის ლამპების ალტერნატივად შეიძლება გამოდგეს ასეთი კონსტრუქცია: ნათურა ანათებს სიმძიმის ძალის ზეგავლენით, რომელიც ტვირთიან ტომარას ქვევით სწევს და ამ დროს გარკვეული რაოდენობის ენერგიას გამოიმუშავებს ქუჩის ქარის წისქვილები-ქუჩის განათება შეიძლება თვითრეგულირებადი გავხადოთ. ეს ბოძები გაკეთებულია ბამბუკისაგან და მათში გამოყენებულია ქარის წისქვილის მუშაობის პრინციპი. ქარის გავლენით ბოძების ბამბუკის ნაწილები ბრუნავენ და ამ დროს გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. ბამბუკის ფირფიტების ბოლოებზე დამაგრებულია ნათურები, რომლებიც მცირე რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ. ისინი თან ბრუნავენ და თან ანათებენ მიდამოს "ქოთანი-მაცივარი"-ძალიან მარტივი მოწყობილობაა. ერთი ქოთნის შიგნით თავსდება მეორე, მათ შორის სივრცეს კი ამოავსებენ სველი ქვიშით. პროდუქტები, რომლებიც პატარა ქოთანშია ჩაწყობილი, გაცილებით დიდხანს ინახება "მზის ქურები"-მექსიკაში სოფლის მცხოვრებლების 95% საჭმელს კოცონზე ამზადებს. წვის დროს ხიდან საკვებში გადადის ტოქსინები, რომლებიც ჯანმრთელობისათვის მავნეა. მზის ქურები ახდენენ მზის სითბოს კონცენტრირებას, რაც საკმარისია საჭმლის მოსამზადებლად, თუმცა ეს პროცესი გაცილებით მეტ დროს მოითხოვს მშრალი ბიოტუალეტი-ამ ტუალეტების მოქმედების პრინციპია ერთმანეთისაგან განაცალკევოს შარდი და განავალი. ისინი ხვდებიან სხვადასხვა სათავსოში, რომელშიც ყრია ტორფი, ნახერხი და სხვა ფხვიერი ნივთიერებები. მთელი ეს ნარევი შემდეგ ხვდება კომპოსტის ორმოში და ბაღისათვის მეტად სასარგებლო სასუქად გადაიქცევა წყლის ტუმბოები-ბევრისათვის ნაცნობი მოწყობილობაა, მაგრამ გაცილებით მარტივად და იაფი მასალებითაა გაკეთებული. ჩვენთვის ეს ახალი ხილი სულაც არაა, მაგრამ ევროპელებისათვის ნამდვილი აღმოჩენაა "რაკეტის"ტიპის ღუმელი-ეს ღუმელი შეიძლება უსწრაფესად გავაკეთოთ მილის ან დიდი თუნუქის ქილისაგან. დიდი გამწოვი ძალის გამო მათში ძალიან მაღალი ტემპერატურა იქმნება, რას ხელს უწყობს საჭმლის უცებ მომზადებას და ასეთ ღუმელში ორჯერ მცირე რაოდენობის შეშა იხარჯება, ვიდრე ჩვეულებრივში თვითრეგულირებადი სათვალე-ეს საკმაოდ იაფი სათვალე ადამიანებს თავიდან აცილებს ოკულუსტთან გამუდმებულ ვიზიტებს და ახალი სათვალის საყიდელი ფულის დაზოგვაშიც ეხმარება. მომხმარებელი თვითონ ამატებს ან ამცირებს სილიკონის ზეთს ლინზებს შორის, ცვლის რა ამით დიოპტრიას პერსონალური წყლის ფილტრი-ესაა მოძველებული ტექნოლოგიის გაცილებით სრულყოფილი სახე, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ წყალი დალიონ ფაქტიურად ყველა წყაროდან: იქნება ეს მდინარე, ტბა თუ ჭაობი. ეს არის მოსახერხებელი და კომპაქტური ფილტრი, რომლის გამოყენება მრავალჯერ შეიძლება 2250 16-ს მოსწონს 1-ს არა
|