x
image
beko777
ნინა წკრიალაშვილი: "ავადმყოფები არიან, ვხალისობ, როცა არ იცნობენ ადამიანს და მის პიროვნულ თვისებებზე ლაპარაკობენ"

imageროგორც "რუსთავი 2"-ის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალები"-ს ერთგულმა მაყურებელმა უკვე შენიშნა, სერიალს ახალი სახე - ნინა
წკრიალაშვილი შეემატა, დოდოშკას როლში. იგი, მდიდარ გოგოს განასახიერებს, რომელსაც საყვარელი ჰყავს და უნებურად შარში გახვია პოლიტიკოსი ცოტნე ცოტაშვილი.

ნინას თქმით, მისი სერიალში მონაწილეობა ძალიან უცებ გადაწყდა და ამბობს, რომ მასში კიდევ ერთ ეპიზოდს ითამაშებს. ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ნინას ზუსტად თავის შესაფერისი როლი მისცეს და არ გაუჭირდება როლში შესვლაო, რაზეც თავად მომღერალი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

" - ავადმყოფები არიან. ვხალისობ, როცა არ იცნობენ ადამიანს და მის
პიროვნულ თვისებებზე ლაპარაკობენ. ჩემი პრინციპია, არასდროს არავის არ ვუღალატო. თუ არ მენდომება, დავამთავრებ და ახალს დავიწყებ. თამაში არ გამჭირვებია, არაფერი სირთულე არ იყო. უფრო მეტი დრო თუ მექნება, როლში შესასვლელად უკეთესი იქნებოდა. გიორგი ლიფონავა ძალიან მეხმარებოდა. პირველი ათი წუთი ვიყავი შეშინებული, მერე მოვეშვი. ცოტა ძნელია პირველად ხედავ ბიჭს, სულ ათი წუთია და უნდა აკოცო. ძალიან ნიჭიერი ტიპია საბა. ყველამ ერთად ძალიან გამიადვილა თამაში. - როგორ შემაფასეს? - ჩემ შვილს მოეწონა. შენც დოდოშკასავით დაუნი ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდა თამაშიო, დამცინა სანდრომ. რაც ხარ, იმას თამაშობო."



1
326
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
326
  
2014, 6 მაისი, 13:13
ყველამ თავის მამიდას მიხედოს )) მ. მომწონს ეს გოგო.შეგნებული და კარგი ადამიანია
0 1 1