იაპონური კომპანია Mitsuoka ჩვენში ნაკლებადაა ცნობილი, ან თითქმის უცნობია.მოუხედავად ამისა ეს ფირმა დაკავებულია სამშობლოში სპორტული ავტომობილების გამოშვებით. თუმცა მალე კომპანია შეწყვიტავს ავტომობილ Orochi-ის წარმოებას.

Mitsuoka Orochi-ის პირველი მოდელი წარდგენილი იქნა 2001 წელს, ხოლო მისი სერიული წარმოება 2006 წელს დაიწყო.
2006-2010 წლებში კომპანიამ მხოლოდ 400 ავტომობილის გაყიდვა შესძლო.

ავტომობილი Honda NSX-ის პლატფორმაზეა აწყობილი. სპორტული ავტომობილი აღჭურვილია 3.3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი Toyota -ს ძრავით 233 ც.ძ. სიმძლავრით და გააჩნია ძრავის დაწყვილებული 5 სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია.

უნდა აღინიშნოს, რომ Mitsuoka Orochi-მ დღევანდელ დღემდე ფაქტიურად ცვლილებების გარეშე მოაღწია.Top Gear-მა და Jalopnik-მა ავტომობილი რამდენჯერმე დაასახელეს მსოფლიოს ყველაზე მახინჯ ავტომობილად.