ნამცხვრები უგემრიელესი და იოლად მოსამზადებელი ტორტი "პრემიერა" 2014, 3 მაისი, 19:22 ინგრედიენტები: ბისკვიტისათვის: კვერცხი-3 ცალი არაჟანი(20%-იანი)-1, 5 ჭიქა(300 გრამი) შაქარი-1 ჩაის ჭიქა კაკაო(მუქი ფერის)-2 სუფრის კოვზი ფქვილი-2, 5 ჭიქა სოდა ძმრით-1 ჩაის კოვზი კრემისათვის: შესქელებული რძე-1 ქილა(380 გრამიანი) კარაქი-250 გრამი ვანილი-დანის წვერით შოკოლადი-მოსართავად მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დავამატოთ არაჟანი, სოდა ძმრით და მოვურიოთ ხის კოვზით ან სილიკონის ნიჩბით. ფქვილში შევურიოთ კაკაო და დავაცრათ ჩვენს მასას. კარგად ავურიოთ, ისე რომ არ იყოს კოშტები. მივიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს. ცომი ჩავასხათ 25 სმ დიამეტრის პერგამენტდაფენილ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. გამოცხობას დაჭირდება 40-50 წუთი. გამოვიღოთ ბისკვიტი ფორმიდან და გავაციოთ. მოვამზადოთ კრემი: კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავამატოთ შესქელებული რძე და ვანილი. ავთქვიფოთ კარგად კიდევ ერთხელ. ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად, თითოეულს წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვრთოთ სურვილისამებრ. შევდგათ მაცივარში 3-4 საათი, რომ კრემი კარგად გაებრჯნეს. მიირთვით გემრიელად! 465 11-ს მოსწონს
|