x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მანჩო გიორგობიანი:"მაია ასათიანი რომ უვიცი და უწიგნურია, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ როდემდე უყუროს საზოგადოებამ ამ სატელევიზიო ბორდელს ?!

image სკანდალურმა და ემოციურმა მანჩო გიორგობიანმა, რომელმაც უკანასკნელ ხანებში ქართულ საზოგადოებას თავი დაამაახსოვრა, მორიგ ხმაურიან სტატუსს დებს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.ამჯერად მისი სამიზნე ამ კვირაში გასული"პროფილი" და მისი წამყვანი მაია ასათიანი გახდა.უცვლელად გთავაზობთ სტატუსს(სტილი დაცულია).

"მაია ასათიანი რომ უვიცი და უწიგნურია, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ როდემდე უყუროს საზოგადოებამ ამ სატელევიზიო ბორდელს?!
გუშინ, ფბ-ს შფოთვის ფონზე, შევიხედე გადაცემაში, ვერ ვიცანი ვერავინ ..
ვიღაც მისნაირი უვიცები ბოდავდნენ სისულელეებს .- "გენდერი" "ქალის
ჩაგვრა გვახასიათებს ქართველებს".. "საშინელი ტრადიციები,
წეს-ჩვეულებები" .. ვინ იყვნენ ეს უჯიშოები და უთვისტომოები?! რა
ოჯახებში გაიზარდნენ?! სად მიიღეს განათლება?!
საქართველოში თუ ქალი არ ფასდებოდა, ევროპაში რა ხდებოდა ამ დროს?!
"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია " - აღინიშნა როგორც არსებული რეალობა, თუ იფანტაზიორა რუსთაველმა?!
საქართველოში, სადაც თამარი მეფედ აკურთხეს (მამაკაცს გაუთანასწორეს)
და არა დედოფლად.. ქალს, რომელსაც აღიარებდა და მუხლზე უჩოქებდა სრულიად
საქართველო და არასაქართველოც... მეფედ იყო წოდებული რუსუდანიც...
საქართველოში, სადაც XVIII საუკუნეში, მებრძოლ ქალებს -გლეხებს - მაია
წყნეთელს, თამრო ვაშლოვნელს, თინა წავკისელს მამაკაცები აღიარებდნენ
წინამძღოლად და ბრძოლაში მიჰყვებოდნენ..
საქართველოში, სადაც ქეთევან, თეკლა და მარიამ ბატონიშვილები იყვნენ 1805 წლის აჯანყების მთავარი მონაწილეები..


საქართველოში, სადაც 1832 წლის შეთქმულებაში, ბატონიშვილი თამარი
(ერეკლეს შვილისშვილი) არამარტო ორგანიზატორი იყო, არამედ ადგენდა შტაბის
სამოქმედო გეგმას..
შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: ბატონიშვილი
რიფსიმე, გიორგი მეფის ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა, ბატონიშვილი
სალომე, ფარნაოზის ასული.. თეკლა ბატონიშვილის რძალი ეკატერინე დავითის
ასული ბარათაშვილი .. მელანია შანშეს ასული ერისთავი... მანანა
ორბელიანი...
რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
სამეგრელოს აჯანყებული დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის მეუღლე, გიორგი მეფის ასული - ცალკე დიდი თემაა..
საქართველოში, სადაც დედაკაცი - ვაჟკაც ქალს და დედაბერი -ბრძენ ქალს ნიშნავს ...
"ქალი იყო ქართული ოჯახის ბურჯი, სიმტკიცე და საფუძველი სახელმწიფოსი. არა
ნაკლები იყო ქართველი ქალის როლი პოლიტიკაშიც, სახელმწიფოს
მართვა-გამგეობაში." - წერს
ექვთიმე თაყაიშვილი ... (კიდევ რამდენი დაწერილა მსგავსი?!)
რას ბოდავთ... რეებს როშავთ.. რაის ქალი არ ფასდებოდაო საქართველოში?! რაის კაცი არ აღიარებდაოოო?!
ჩვენი ადათ-წესების ხსენებისას, ბალღამს რომ ანთხევთ!..
საფო მგელაძის, კატო მიქელაძის, ელენე დარიანის, ელიჩკა ახვლედიანის,
ეკატერინე ფორაქიშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის ქვეყანაში, ქართველი ქალი
"უუფლებო" და "დაჩაგრული" იყო?!
ვინ მოგცათ საქართველოს დაკნინების უფლება, ამებებს?! ვის დაკვეთას ასრულებთ მიზანმიმართულად, კიკუებო?!
ამდენი "პრადვინუტი" ბნელი და წერა-კითხვის უცოდინარი, სად შეიყარეთ..
სად გაიზარდეთ, ასეთ წკვარამში.. საიდან აღმოცენდით შხამიანი
სოკოებივით?!"

9
417
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
417
  
2014, 4 მაისი, 18:09
ბრავო! ყველაფერი კარგად უთქვამს. ცოტა ნახვა აქვს, გუშინ გამოქვეყნებული სტატიაა და თვალიც არ მომიკრავს. ამ დროს მთავარი გვერდის გამოსაჩენ ადგილას მერსებზე, თინა მახარაძეებზე და ქალაჩუნა პარიკმახერზე იყო სტატია. ცოტა გაფილტრეთ საიტი. :)))
2014, 4 მაისი, 17:10
ვეთანხმები ამ ქალს :))
2014, 4 მაისი, 14:52
ყოჩაღ მანჩო
2014, 3 მაისი, 19:38
გეთანხმები,მე წინაპრებში მისი ოჯახი ვიგულისხმე თავად თინამ ბევრჯერ თქვა რომ მისი მშობლები და ბებოც კი მის ქმდებებს და აზროვნებას იწონებს ამიტომ ვთქვი დაზიანებულ ყალიბში დეფექტური პური გამოვა ყოველთვის
2014, 3 მაისი, 19:26
არა მგონია ინ მათი წინაპრებიც ასეთები იყვნენ, ჩვენი წინაპრები თითქმის ყველა უნაკლოა, მაგრამ დროსთან ერთად შეიცვალა ხალხი, უბრალოდ არ უნდათ ტვინს ცოტა წიხლი მიაჭირონ, ზალათ ევროპელობა არას მოუტანთ და საქართველო ვერსაოდეს დავა ევროპის დონეზე ყველა სტანდარტით, რადგან აქ სულ სხვა მენტალი და სულ სხვა გულია.
2014, 3 მაისი, 19:22
მე არც მინახავს ბოლომდე ვერ გაუძლო გულმა და ყურმა,მარტო აღზრდა(და ქვეყანა და სარწმუნოება )რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა?
დაზიანებულ პურის ყალიბში რამდენი პურიც არ უნდა გამოაცხო ყველა დეფექტიანი იქნება თუ ყალიბი არ გასწორდა,ასეთი მოაზროვნეების შვილები და შთამომავლობა(მათი ოჯახის წინაპრებიც ) ასეთები იქნებიან
2014, 3 მაისი, 19:18
მაგ გადაცემის მოსმენა იცი როგორ გამიჭირდა? ბაზარში უფრო სიმშვიდეა ვიდრე მაგ დროს მის ეთერში ხდებოდა. ჯერ მოსმენის კულტურა არ აქვთ ერთმანეთის და ახტებოდნენ თავიანთი აზრებით, ეს კანდელაკი კი მოსაშორებელია ეკრანებიდან, დღითიდღე ამაზრზენი ხდება და ნუთუ ვერ ხვდება? თუ ფორჩხიძისნაირები რომ მხარს უბამენ, მაგით მაგრები ჰგონიათ თავი, ბრუნავენ საფლავებში ჩვენი წინაპრები. ისტორია მაინც წაიკითხონ მაგ უვიცებმა, ისტორია სადაც მენტალიტეტის, ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის თავგანწირვით იბრძოდა მამა-პაპა. ვაი, ბედკრულო საქართველოვ!
2014, 3 მაისი, 19:16
ეს პროფილი კი საზიზღრობაა, მაგრამ ზრდილობაზე კარგი ანდაზა გვაქვს.
2014, 3 მაისი, 19:08
:))))))))))))))))))))
მაია ისე ცანცარებდა მეცინებოდა,ლაპარაკს ხო არავის აცლის(თუ მისი აზრი სტუმრის აზრს არ ემთხვევა ხო საერთოდ)
0 1 9