x
image
worldsport.ge
ტიაგუ: “სიმეონემ ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა”

imageმადრიდის “ატლეტიკოს” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტუაგუმ შკყ შპორტს-თან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ლონდონში “ჩელსის” 3:1 მოუგო.
“სიმეონემ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. მან ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა. მთელი ეს პერიოდი გუნდურად ვმუშაობდით და თამაში, რომელიც ვაჩვენეთ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბად გვაქცევს. დავიმსახურეთ ის, რასაც მოცემულ მომენტში მივაღწიეთ. დიახ, ჯერ არაფერი მოგვიგია, მაგრამ წარმატებასთან ძალიან ახლოს ვართ. უმნიშვნელოვანესი იყო პირველი ტაიმის ფრედ დასრულება. ვიცოდით, რომ ასეთ შემთხვევაში “ჩელსის” გახსნა მოუწევდა და ჩვენ შანსი გაგვიჩნდებოდა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავით, რადგან სტუმრად კარგად ვთამაშობთ. მნიშვნელოვანია, გატანა რომ მოვახერხეთ. ამის შემდეგ “ჩელსიმ” რწმენა დაკარგა, ჩვენ კი, კიდევ უფრო გაგვიძლიერდა” - განაცხადა ტიაგუმ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
75
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0