x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ადამიანები,რომლებიც თავში ჩარტყმის შემდეგ გენიოსები გახდნენ
ადამიანის ტვინის ამოუცნობი ფენომენი:-ქვემოთ წარმოდგენილმა პიროვნებებმა თავის ტრამვა მიიღეს, რის შემდეგაც მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ზოგი თავისუფლად ლაპარაკობს უცხო ენაზე, ზოგმა ვირტუოზულად დაიწყო დაკვრა ფორტეპიანოზე, ხოლო ზოგი რთული მათემატიკური რიცხვებით ჟონგლიორობს. image

















ჯეისონ პეჯეტი-სკოლაში ცუდად სწავლობდა და აღარც დაუმთავრებია, მამამისთან მუშაობდა ავეჯის მაღაზიაში, ხოლო ღამით ღრეობდა...სანამ ერთ მშვენიერ დღეს თავში არ ჩაარტყეს.


31 წლის მამაკაცი უცებ დადგა გენიალური ფიზიკოსი და მათემატიკოსი. ამჟამად იგი 43 წლისაა და ერთ-ერთი უიშვიათესი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია დახატოს ფრაკტალები-ურთულესი გეომეტრიული ფიგურები მრავალჯერადი გადაკვეთით.სხვები თუ ანალოგიურ ფრაკტალს ერთი თვე უნდებიან, ჯეისონი ერთ კვირაში ამთავრებს.image























ორლანდო სერელი-10 წლის ასაკში ბეისბოლის ბურთი ისე ძლიერად მოხვდა, რომ წააქცია და გრძნობა დააკარგვინა. შემდეგ მას თითქმის ერთი წელი თავის ტკივილები ტანჯავდა, თუმცა მშობლებს არ უმხელდა და უმალავდა .

როდესაც ტკივილები მიუყუჩდა, მან აღმოაჩინა, რომ შეეძლო დაესახელებინა ნებისმიერი წლის, კვირის, დღე და რიცხვი .

ნებისმიერი თარიღი, რაც კალენდარს შეეხება მას შეუძლია წამებში გამოთვალოს. მაგალითად: 1000 წლის განმავლობაში რამდენჯერ მოუწია 12 მარტი ხუთშაბათ დღეს. image























ტომი მაკჰიუ-51 წლის ყოფილ პატიმარს ორჯერ ჰქონდა ტვინში

სისხლჩაქცევა, რის შემდეგაც გადარჩა, თუმცა ამის შემდგომ ტომი ტვინმა აიძულა სულ სხვა სფეროში გადასულიყო, დაიწყო ლექსების წერა და გაიტაცა ფერწერამ.image


























ტონი ჩიკორია-ქირურგ-ორთოპედს 1994 წელს მეხი დაეცა პარკში სეირნობის დროს.იქვე შორიახლოს მყოფმა მედდამ შესძლო მისი გადარჩენა, ჯანმრთელობა თანდათანობით აღუდგა.


მალე ექიმმა აღმოაჩინა, რომ ძალიან გაიტაცა კლასიკურმა მუსიკამ, ხოლო ცოტა ხანში თვითონაც მიუჯდა ინსტრუმენტს(მანამდე საერთოდ არ იცოდა დაკვრა).ამჟამად ტონი არა მარტო უკრავს რთულ კლასიკურ ნაწარმოებებს, არამედ თვითონაც ქმნის მუსიკალურ პიესებს. image




















ალონზო კლემონსი-მან ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიღო სერიოზული თავის ტრამვა, დაეცა რა სააბაზანოში.

მას არც წერა შეეძლო და არც კითხვა, გაიზარდა ბავშვთა თავშესაფარში, თუმცა აღმოაჩნდა არაჩვეულებრივი ნიჭი, შეხედავდა ნებისმიერ ცხოველს და წუთებში მის იდეალურ სკულპტურას გააკეთებდა.


ამჟამად ალონზო 56 წლისაა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკულპტორია შეერთებულ შტატებში.მისი ნამუშევრები ათი ათას დოლარზე ნაკლებად არ იყიდება.image




















ბენ მაკმაჰონი-ავტოავარიის შემდეგ ბენის მშობლებს იმედი არ ჰქონდათ, რომ იგი კომიდან გამოვიდოდა, თუმცა ავსტრალიელი სტუდენტი ერთი კვირის შემდეგ გრძნობაზე მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი..ჩინურ ენაზე.უფრო სწორად ჩრდილო ჩინურ დიალექტზე(მანდარინი).

შემდგომ 22 წლის ბენმა აღიდგინა ინგლისური ენაც, ამჟამად იგი გიდად მუშაობს ჩინელი ტურისტებისთვის და აგრეთვე მიჰყავს ტელეგადაცემა ჩინელი ემიგრანტებისთვის.

3
199
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
199
  
2014, 30 აპრილი, 22:03
საოცარია.
2014, 30 აპრილი, 20:23
)))))))))))
2014, 30 აპრილი, 20:12
მეც ჩამარტით რა :D
0 1 3