სიახლეები 340 ცხენისძალიანი Peugeot Exalt 2014, 30 აპრილი, 10:28 ავტომობილის წარდგენა მოხდა ამა წლის 20 აპრილს პეკინის ავტოშოუზე. ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Peugeot-მა წარმოადგინა უახლესი ჰიბრიდის ტიპის ავტომობილი Peugeot Exalt. ავტომობილი თანამედროვე, ექსტრავაგანტული დიზაინის, სპორტული ავტომობილისა და საოცარი კომფორტის შესანიშნავ სინთეზს ქმნის. აღნიშნული ინოვაციური მოდელი მისი საკმაოდ დიდი ზომებითაც მოგხიბლავთ. იგი სიგრძით - 4.7 მეტრი, სიმაღლით - 1.31 მეტრი და წონით 1700 კილოგრამია. მისი დახვეწილი, ხის სალონი ყველანაირ ადამიანს მოხიბლავს. ტყავით, ძვირფასი ხითა და დაპრესილი ბამბით გაწყობილი ინტერიერი აუცილებლად მიირყრობს თქვენს ყურადღებას. ამ ყველაფერს ამრავალფეროვნებს მისი 2 დასაკეცი სენსორული მონიტორი. ჰაერის გამწმენდი და გამაგრილებელი უახლესი ტექნიკა, ინსტრუმენტების ციფრული დაფა და ტექნიკის უახლესი მიღწევები. ჰიბრიდული ტიპის ავტომობილი გათვლილია მინიმალურ წვაზე. ამისათვის მას 1.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ტურბოთი აღჭურვილი (ძრავი გადმოტანილია RCZ R მოდელიდან) და 50კვ სიმძლავრის ელექტრო ძრავი აქვს. ამ სიმძლავრის ძრავს 340 ცხენისძალამდე სიმძლავრის განვითარება შეუძლია. ავტომობილის უკანა წამყვანი თვლები კი მოქმედებაში მოჰყავს 6 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს. იმედია, ავტომოყვარულებს გაახარებთ სწრაფი, ელეგანტური, კომფორტული და საკმაოდ კარგი ფრანგული წარმოების ავტომობილი. 42 7-ს მოსწონს
|