x
image
worldsport.ge
იგუიაინი თასის ფინალში ითამაშებს

imageიტალიური პრესის ცნობით, "ნაპოლის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი 3 მაისს, იტალიის თასის ფინალში ითამაშებს.
არგენტინელმა თავდამსხმელმა შაბათს "ინტერის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მარჯვენა ტერფის დაზიანება მიიღო. თავიდან კლუბის ექიმების განცხადებით, 26 წლის ფეხბურთელს თითქოს მძიმე დაზიანება ჰქონდა, თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თასის ფინალში "ფიორენტინას" წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს.
რაც შეეხება "ფიორენტინას", ტოსკანელებს მომავალ მატჩში ჯუზეპე როსი და მარიო გომესი ვერ დაეხმარებიან.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0