x
image
natia.a
რატომ შესთავაზა უცნობმა ქალბატონმა თავისი მორჩენილი პიცა რიჩარდ გირს

image
ნიუ-იორკში ტურისტულად ჩასულმა ფრანგმა ქალბატონმა დაინახა მაწანწალა, რომელიც ქალაქის ქუჩის სანაგვეში იქექებოდა და დარჩენილი პიცა შესთავაზა. კეთილ ქალბატონს აზრადაც არ მოსვლია, რომ მაწანწალა სიმანდვილეში ცნობილი მსახიობი, რიჩარდ გირი იყო ფილმის გადაღების პროცესში (New York Post, 27.04.2014).


42 წლის პარიზელი კარინა ვალნე გომბო (Karine Valnais Gombeau), მეუღლესთან და 15 წლის ვაჟიშვილთან ერთად, მანჰეტენის გრანდ ცენტრალ ტერმინალის (Grand Central Terminal) ახლოს მდებარე პიცერიიდან გამოდიოდა, როცა დაინახა როგორ იქექებოდა სანაგვე ყუთში შუა ხნის ასაკის, გაუპარსავი, თავზე ქუდჩამოფხატული, ჭუჭყიანი მაწანწალა. კეთილმა ქალბატონმა მას პაკეტი გაუწოდა, რომელშიც დარჩენილი პიცა იდო.


მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას, ქალბატონმა გაიხსენა, როგორ ჰკითხა "მაწანწალამ" რა დევს ჩანთაშიო. კარინამ კი ნახევრად ინგლისურად და ნახევრად ფრანგულად აუხსნა: "Je suis désolée, but the pizza is cold" ("ვწუხვარ, მაგრამ პიცა ცივია"). "დიდი მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ!" - უპასუხა "მაწანწალა" გირმა.


ქალბატონი ისე წავიდა, ვერც კი იცნო რიჩარდ გირი, რომელიც თავისი ახალი ფილმის, "Time out of Mind"-ის გადაღების პროცესში იმყოფებოდა. სიმართლე მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეიტყო, როდესაც New York Post-ში მისი ფოტო გამოქვეყნდა. " საოცრებაა, დაუჯერებელია. ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა შემმთხვეოდა. ვფიქრობ, ის ამ ასაკშიც კი მშვენიერია", - განაცხადა კარინამ.

1
463
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
463
  
2014, 28 აპრილი, 13:37
ნეტავ მე მენახა..:)
0 1 1