x
image
worldsport.ge
ჯონ კარეუ და რუს-ლატვიელი ლამაზმანი

imageწარმოშობით რუსი, მოქალაქეობით კი ლატვიელი ლამაზმანი, საბინა ემელიანოვა მას შემდეგ, რაც ნორვეგიელი ვეტერანი ფეხბურთელის, ჯონ კარეუს სატრფო გახდა, როგორც ჩვენში იტყვიან, “მამალ ბუს აღარ ისვამს თავზე” და საკუთარი პოპულარობით ტკბება.
საბინა და ჯონი კარგა ხანია რაც ერთად ცხოვრობენ და როგორც სკანდინავიელი ფეხბურთელი ამბობს, ნამეტანი ბედნიერებიც არიან, მაგრამ როდესაც ქორწინებას უხსენებენ, ორივე სასტიკად უარობს და იძახიან, ჩვენდათავად დამქორწინებლის ასე და ისეო...
საბინა ემელიანოვას დიდი სურვილი აქვს, რომ სამოდელო საქმეში მიაღწიოს დიდ წარმატებებს და ქორწინება მისი აზრით ამაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. კარეუს კი აქამდე ორი ცოლი გამოუცვლია და იძახის: ცოლის მოყვანის ისეთი გამოცდილება მაქვს, მაგ თემაზე სიტყვაც კი არ გამაგონოთო.


www.worldsport.ge

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0