x
image
K.P.
როდის და რა მიზნით ეწვევა თბილისს ქართველი ქალების კუმირი სავაშ ბალდარი?

imageმურატ ილდირიმი საქართველომ თურქულენოვანი სერიალიდან "სიყვარული და სასჯელი" გაიცნო. მურატის გმირი, სავაშ ბალდარი კი ქართველი ქალების კუმირად იქცა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მურატი მსახიობი არ გახლავთ, ის ინჟინერ-მექანიკოსია. იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სპექტაკლებში და სამსახიობო ხელოვნებასაც ეუფლებოდა ერთ-ერთ დრამატულ სკოლაში. პირველი პოპულარობა სერიალ "დიდი ტყუილის" მეშვეობით მოიპოვა, ხოლი "სიყვარულმა და სასჯელმა" საყოველთაოდ ცნობილი გახადა. სავაშ ბალდარი ქართველმა ქალებმა სულ მალე შეიყვარეს, ზოგი მისი ხათრით თურქ მამაკაცზე დაქორწინდა, ზოგოც დღემდე სავაშსს ელის...

image

მსახიობი მურად ილდიჰიმი საქართველოს ეწვევა. ის თბილისსში "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" მხარდასაჭერად 29 აპრილს ჩამოვა. მსახიობს გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად საქველმოქმედო საღამოსთვის დრო გამონახა. "მსახიობი გამართვას პრესკონფერენციას და შეხვდება ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს. საღამოს გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი, რომელიც კონცერტის თანხლებით ჩაივლის.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ფონდის პარტნიორები. დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს"-ნათქვამია აღნიშნული ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

imageimageimage


0
150
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0