x
image
K.P.
რატომ უწოდა თიკა ჯამბურიამ გიორგი ნაზღაიძეს "ნაგავი"? (+ნაზღაიძის კომენტარი მომხდარზე)

imageტელეკომპანია "იმედმა" პოპულარული პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი შემოგვთავაზა. გუშინ მონაწილეები წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და პირველი კრიტიკაც და კომპლიმენტებიც დაიმსახურეს. მომღერალი თიკა ჯამბურია პროექტის პირველ ტურში ღრმა დეკოლტით ვიხილეთ. გიორგი ნაზღაიძემ კონურსის სხვა მონაწილეებთან და თიკასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ჯამბურია ყველაზე ჯანმრთელია". მომღერალმა კომენტარი არ დაიშურა და ნაზღაიძეს ნაგავი უწოდა. მომხდარი ყვითელმა პრესამ აიტაცა. თიკამ საჭიროდ ჩათვალა ჟურნალისტებისათვის მიემართა და აეხსნა, რომ სიტყვა "ნაგავი" ხუმრობით გამოიყენა.

"ძალიან არ მინდოდა, რომ რამე კომენტარი გამეკეთებინა ამ თემაზე. ის, რომ გიორგი ნაზღაიძისადმი ჩემი ემოცია იუმორი იყო, ამის გაგება ნებისმიერ ჟურნალისტს შეეძლო ფოტოს ქვემოთ ხალისიან კომენტარებში. უბრალოდ, მათ ზუსტად იქ გაწყვიტეს კომენტარების "სქრინშოტი" სადაც ფსევდო აგრესია იგრძნობა. ეს ასე არ არის.
პ.ს. ფრაზა "მკერდის სკანდალი გრძელდება" ძალიან სასაცილოა.
სიყვარულით თიკა კამბურია"-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.


მომხდარს გიორგი ნაზღაიძეც გამოეხმაურა: "მივმართავ ჟურნალისტებს, ჩემი და თიკას იუმორი ჩვენთვისაც გასაგებია და მეგობრებისათვისაც. ეს დამწუხაროდ თქვენ ტვინებამდე ვერ მივიდა. უაზრო ინფორმაციების გავრცელებას მოეშვით, ჩვენ ამაზე უფრო ვხალისობთ".

როგორც ჩანს, ყვითელმა პრესამ მორიგი სკანდალი ვერ ააგორა... imageimage

0
1611
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1611
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0