ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, კომიდან გამოვიდა და მეუღლე იცნო. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია RT-ი იუწყება.
ტელეკომპანია RTL-ის ინფორმაციით კი, პილოტის მენეჯერმა ადგილობრივ პრესას ინტერვიუ მისცა.
"მიხაელი პერიოდულად ფხიზლდება, თუმცა გონს მალევე კარგავს, რაც გასაკვირი არაა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. იგი კომაში 95 დღე იმყოფებოდა", _ განაცხადა საბინე კემმა.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის მიხაელ შუმახერმა, 29 დეკემბერს, თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრამვა მიიღო და დღემდე გრენობლის ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge