x
image
worldsport.ge
შუმახერი კომიდან გამოვიდა

imageფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, კომიდან გამოვიდა და მეუღლე იცნო. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია RT-ი იუწყება.
ტელეკომპანია RTL-ის ინფორმაციით კი, პილოტის მენეჯერმა ადგილობრივ პრესას ინტერვიუ მისცა.
"მიხაელი პერიოდულად ფხიზლდება, თუმცა გონს მალევე კარგავს, რაც გასაკვირი არაა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. იგი კომაში 95 დღე იმყოფებოდა", _ განაცხადა საბინე კემმა.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის მიხაელ შუმახერმა, 29 დეკემბერს, თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრამვა მიიღო და დღემდე გრენობლის ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

1
521
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
521
  
2014, 26 აპრილი, 19:37
რა კარგია
0 1 1