ცომეული პიცის ცომის მომზადების მარტივი და უნივერსალური მეთოდი. 2014, 24 აპრილი, 20:23 პიცა იტალიური ნაციონალური სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძია.ადრე იტალიელები თვლიდნენ, რომ პიცა ღარიბების საჭმელი იყო, ახლა კი მას ყველა ქვეყნის რესტორანში შეხვდებით. პიცის შეფასება მისი ცომით იწყება.იტალიელები თვლიან, რომ საფუარიანი ცომი პიცისათვის ყველაზე უნივერსალურია. ასეთი ცომის მომზადებისათვის საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები: 1.ფქვილი 900 გრამი. 2.საფუარი 10 გამი. 3. მცენარეული ზეთი(ზეითუნის)10 გრამი 4. მარილი 20 გრამი 5. წყალი 0, 5 ლიტრი. ჯამში ჩავასხათ ცივი წყალი და მასში გავხსნათ კარგად საფუარი, შემდეგ ცოტა ფქვილი დავაცადოთ, რომ დაიწყებს ამოსვლას შემდეგ დაუმატოდ მარილი, მცენარეული ზეთი და დარჩენილი ფქვილი . კარგად აურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. შემდეგ ცომი გადმოვიტანოთ დაფაზე და კარგად ვზილოთ.გავაჩეროთ ერთი საათი.ამოსული ცომი გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხლად. ამგვარად მომზადბული ცომი უკვე მზადაა ცხობისათვის. იტალიელების აზრით აუცილებელია ცომს ალერსით მოვექცეთ, ცომზე ცუდად მოქმედებს ორპირი ქარი, ამავე დროს მისი მომზადებისას უნდა შევინარჩუნოთ წაყნარი, მშვიდი მდგომარეობა. პიცა, რომ ხრაშუნა გამოგვივიდეს აუცილებელია ის გამოსაცხობათ მოვათავსოთ ცხელ აირღუმელში და ჟარონას კი რომელზედაც პიცას ვათავსებთ უნდა წაუსვათ ცხიმი. 433 6-ს მოსწონს
|