x
image
თამუნა გეწაძე
უგემრიელესი (მარტივად მოსამზადებელი) ხაჭოს ბურთულები

image


შემოგთავაზებთ, მარტივად მოსამზადებელ, ამავე დროს ძალიან გემრიელ ხაჭოს ბურთულების რეცეპტს:

200 გრ.ხაჭო (ცხიმიანი)

2ც.კვერცხი


1ჭ. შაქარი

1 პაკეტი ვანილი.

პურის ფქვილი(რასაც შეიზელს)

მცენარეული ზეთი 0, 5ლ

1 ფილა შავი შოკოლადი.


მომზადების წესი: ავიღოთ კვერცხის ცილა და ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ შაქარი(ნაწილ-ნაწილ) გავაგრძელოთ თქვეფა შაქრის სრულ გახსნამდე, შემდეგ დავუმატოთ კვერცხის გულები, ხაჭო, ვანილი.ბოლოს ვუმატებთ პურის ფქვილს.უნდა მივიღოთ სქელი მასა. სველი ხელებით უნდა გავაკეთოთ პატარა ბურთები.პატარა ზომის ქვაბში უნდა ჩავასხათ ზეთი და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ზეთი დაიწყებს დუღილს, მასში ჩავყაროთ ცომის ბურთულები და ვხარშოთ სრულ შეწითლდებამდე.

ამოვიღოთ ზეთიდან უკვე მზა ხაჭოიანი გუნდები და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.(შაქრის პუდრის ნაცვლად, ასევე შეიძლება თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი)





0
349
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0