x
image
ციცი
Mediator image
სალომე ტეტიაშვილი: "თქვენ ხართ ცოდოები, ადამიანს რაც სტკივა იმაზე რომ ღადაობთ!!!"
image

სალომე ტეტიაშვილი თავისი უძლიერესი ხმის წყალობით გაიცნო ქართველმა საზოგადოებამ. მისი სუფრასთან ნამღერი ვიდეო რგოლები დიდი პოპულარობით სარგებლობს იუთუბიზე და უამრავი ნახვებიც აქვს.

იგი საკუთარ ოჯახურ მდგომარეობას და პრობლემებს არ მალავს და ყოველთვის ღიად საუბრობს. ყავს დედა, რომელიც "რუსთავი 2"-ში უკვე წლების განმავლობაში მუშაობს და ხშირად მას "კომედი შოუ"-ს სკეტჩებშიც იღებენ. მამამ ისინი მიატოვა და თავის პირველ ოჯახს დაუბრუნდა. ამიტომ დედა არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა, რათა ერთადერთი შვილისთვის ელემენტარული საარსებო პირობები შეექმნა.


მას შემდეგ რაც სალომე ცნობილი გახდა, მას სხვადასხვა გადაცემებში იწვევენ. მან ასევე მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ტელეპროექტ "X ფაქტორში", სადაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და შემდეგ ტურშიც გადავიდა.

გოგონა ძალიან გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ მას კომენტარებში საცოდავს და საწყალს უწოდებენ და მან თავისი ეს გაღიზიანება ღიად გამოხატა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:


" მე თუ ჩემს ოჯახზე და მდგომარეობაზე ღიად ვსაუბრობ და ხალხს ვუზიარებ ყველაფერს რაც მიხარია ან მტკივა, იმას არ ნიშნავს, რომ

ვინმეს თავს ვაცოდებ და ნუ წერთ საწყალია და ცოდოაო. შესაცოდი და საწყალი არ ვარ ნამდვილად. თქვენ ხართ ცოდოები, ადამიანს რაც სტკივა იმაზე რომ ღადაობთ!!! ფუფ..."image


ერთ-ერთი ემიგრანტი გულშემატკივრის კომენტერი ამ სტატუსთან დაკავშირებით:

" შენ შესაცოდი არაფერი გაქ, შენ ნიჭიერების და პიროვნების წარმატების სიმბოლო ხარ... წარმატებული ქალის სიმბოლო... ეს ის ხალხი ამბობს შენზე ამას, ვისთვისაც სულ საშუალება ამართლებდა მიზანს და არა პირიქით(როგორც ხდება ხოლმე). წარმატებებს გისურვებ ყველა გულშემატკივრის სახელით. ემიგრანტებს გვეამაყები."


წარმატებები ვუსურვოთ ჩვენც სალომეს! იგი ამას იმსახურებს!

image

0
729
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0