საზოგადოება ადამიანები,რომლებმაც საშინელი კოშმარი გადაიტანეს და გადარჩნენ 2014, 23 აპრილი, 15:45 ცოცხლად დამარხული ქალი 2012 წელს დიდ ბრიტანეთში მიკელინა ლევანდოსკა, ემიგრანტი პოლონეთიდან ცოცხლად იქნა დამარხული. მისმა ქმარმა და მათი 3 წლის შვილის მამამ-მარსინ კასპრზაკმა (Marcin Kasprzak)მეგობართან ერთად მოიფიქრა, როგორ მოეშორებინათ "მობეზრებული" მიკელინა.მარსინმა ქალი ელექტროშოკის მეშვეობით გათიშა, შეუკრა თოკით ხელები და მუყაოს ყუთში ჩადო.მას ეხმარებოდა მეგობარი პატრიკ ბორისი(Patryk Borys), შემდეგ იგი ტყეში წაიღეს და დამარხეს 10 სანტიმეტრის სიღრმეზე, ზემოდან კი 40 კილოგრამიანი ხის ნაჭერი დაადეს. წარმოუდგენელი, მაგრამ ახალგაზრდა ქალი გადარჩა, თოკებისგან განთავისუფლებაში მას ოქროს ბეჭედი დაეხმარა. 27 წლის ქალი გადაურჩა სიკვდილს, ხოლ მისი ქმარი თანამზრახველთან ერთად 20 წლით მიაბრძანეს ციხეში. ჰოლი დანი მანიაკის თავდასხმის შემდეგ გადარჩა 1997 წლის 27 აგვისტოს რკინიგზის ხაზთან მომავალ ჰოლი დანს და მის მეგობარ მამაკაცს კრის მაიერსს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი წერაქვით ხელში და მათ ფული სთხოვა, წყვილი შეშინდა და არც თუ უსაფუძვლოდ.ამ ადამიანს ანგელ რესენდისი ერქვა და მის კისერზე უკვე 6 მკვლელობა იყო. დამნაშავე დარწმუნდა რა, რომ გარშემო არავინ იყო, გაკოჭა კრისი და ჰოლი და შემდეგ არხის პირას გადამალა.შემდეგ რიყის ქვის დარტყმით მოკლა კრისი, ჰოლის კი ჯინსი გახადა და გააუპატიურა, ამის შემდეგ მას რამდენჯერმე დანით მიაყენა ჭრილობა....ამის შემდეგ ჰოლიმ გრძნობა დაკარგა.როდესაც გონზე მოვიდა, ნახა რომ დამნაშავე აღარსად იყო. გოგონა გაჭირვებით მიხოხდა უახლოეს სახლთან, იგი მძიმე დაზიანებებით(გატეხილი ჰქონდა თავის ქალა, თვალი დაზიანებული და აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები) საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ანგელ რესენდისი 1999 წელს დააკავეს, მან უკვე იმ დროისთვის 15 ადამიანის მკვლელობა მოასწრო, ჰოლი დანი ერთადერთი იყო, რომელიც მანიაკს გადაურჩა.იგი სასამართლოზე გამოცხადდა და ჩვენება მისცა. ანგელ რესენდისი სიკვდილით დასაჯეს, განაჩენი 2006 წელს იქნა აღსრულებული. 47-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა ალსიდ მორენო და მისი ძმა ედგარი ფანჯრების მწმენდავები იყვნენ, ისინი უკვე რამდენიმე წელია მუშაობდნენ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში და წმინდავდნენ ცათამბჯენების ფანჯრების მინებს.ეს სამუშაო, გაკვეულ წილად რისკთანაა დაკავშირებული.2007 წლის დეკემბერში კი ეს რისკი რეალობად იქცა.მოწყობილობა, რომელზედაც ძმები იდგნენ, მუშაობის დროს მოწყდა და ძირს დაენარცხა 47-ე სართულიდან. ადგილზე მისულ მაშველებს ედგარი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ალსიდს სიცოცხლის ნიშნები ეტყობოდა.იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ალსიდს ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის, თუმცა იგი უკვე 6 თვის შემდეგ ფეხზე დადგა. ერთადერთი გადარჩენილი თვითმფრინავის მგზავრი 2009 წლის 30 ივნისს იემენის ავიახაზების თვითმფრინავი, აერობუსი A310 ჩავარდა ინდოეთის ოკეანეში.დარტყმის ტალღამ ახალგაზრდა ბაჰია ბაკარი თვითმფრინავიდან გადმოისროლა და მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ არც ცურვა იცოდა და არც მაშველი ჟილეტი ჰქონდა, მან შესძლო და დამსხვრეული თვითმფრინავის ფუზელაჟის ნაწილს ჩაებღაუჭა. მოგვიანებით გოგონამ განაცხადა, რომ წყალში ყოფნისას ესმოდა განწირული ადამიანების ყვირილი, ბევრი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მაშველების მოსვლამდე, თუმცა შემდგომ მათი ხმები შეწყდა. გოგონა დილის 11 საათზე იპოვა მაშველმა გემმა, მანამდე მან 9 საათი დაჰყო წყალში. 300 6-ს მოსწონს
|