საზოგადოება ჟირინოვსკის გალანძღული ფეხმძიმე ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს 2014, 19 აპრილი, 17:59
ჟურნალისტი სტელა დუბოვიცკაია, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის შეურაცხმყოფელი გამოსვლის შემდეგ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ამის შესახებ იუწყება РСН-ი ჟურნალისტის Facebook-ის პირად გვერდზე დაყრდნობით.
"ვწევარ და ვიწვები წვეთოვანის ქვეშ, უძილო ღამე მქონდა, მეთვალყურეობის ქვეშ ვარ, სამაგიეროდ სამშობიარო სახლის მედპერსონალი ძალიან კარგია".-წერს ჟურნალისტი
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის საბჭო ამზადებს მიმართვას სახელმწიფო დუმაში, რომ მოეხსნას ჟირინოვსკის დეპუტატის იმუნიტეტი ჟურნალისტის სასტიკი შეურაცხყოფის გამო. შეგახსნებთ, რომ ინციდენტი გუშინ მოხდა, «Россия сегодня»-ს კორესპონდენტმა დარია დუბოვიცკაიამ შემდეგი სახის კითხვა დაუსვა ჟირინოვსკის:"ღირს თუ არა რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესოს კიევს რუსი მოქალაქეების უკრაინაში შესვლის აკრძალვის გამო?". საპასუხოდ ჟირინოვსკიმ ყვირილი დაიწყო:"საშვილოსნოს ცოფი გაქვთ, რომ არ გქონოდათ საშვილოსნოს ცოფი..მაიდანიც არ იქნებოდა....არა გყავთ საყვარელი არ გყავთ ქმარი......გაეთრიე აქედან "ფურია".. რა სანქციები? სიკეთით უნდა მოექცე, ალერსით უნდა მოექცე! სად არიან ეს სულელები მოდით აქ !.".და ა.შ.(ნახე ვიდეო) 105 6-ს მოსწონს
|