x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
მამაკაცი-კირჩხიბი (ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით)
imageიგი ის კაცი არ არის, ვინც მზადაა პირველსავე შემხვედრს გული გადაუშალოს. მის შესახებ ხშირად საუკეთესო მეგობრებმაც ბევრი რამ არ იციან. ბოლომდე რომ გაიცნოთ, მასთან ერთად რამდენიმე ფუთი მარილის ჭამა მოგიწევთ.

კიბო შეიძლება ქარაფშუტა, არასაიმედო და იმავდროულად მგრძნობიარე, ერთგული პიროვნებაც იყოს.

კიბო უკიდურესად ფრთხილია, ხოლო მისი მელანქოლია გადამდები. ბუნებით რომანტიკოსი, საოცრად რაციონალური და პრაქტიკულია. მოკლედ ამ ადამიანში ძალზე განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებია გაერთიანებული.

კიბო-მამაკაცზე მსჯელობისას უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ურთიერთწინააღმდეგობანი მთვარის ფაზის ცვლილებით არის გამოწვეული, რომელიც კიბოზე დიდ გავლენას ახდენს. გარეგნულად იგი რამდენადმე უხეში და ცივია, მაგრამ მის მგრძნობიარე, მოსიყვარულე გულში ყოველთვის მოიპოვება ადგილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. იგი ძალიან წყენიაა. შეიძლება გეგონოთ რომ წყენა კარგა ხანს არ გაუვლის, მაგრამ ნურას უკაცრავად. ცოტა ხანში კვლავ პირგაცინებული გამოჩნდება. სამწუხაროდ კიბო-მამაკაცებს ისეთი დეპრესიული პერიოდები აქვთ ხოლმე რომ სიცოცხლეს შეგაძულებენ. თუ ცხოვრების თანამგზავრად კიბოს აირჩევთ მის ცვალებად ხასიათსაც უნდა შეეგუოთ. ყველაზე დიდი მელანქოლიის შეტევები მას მაშინ მოსდის, როცა რაიმე ძვირფასის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს - მაგალითად თქვენი. დაარწმუნეთ რომ მხოლოდ მისი ხართ, უსაზღვროდ გიყვართ იგი და ბედნიერი იქნება.


კიბო მამაკაცს ფული ბავშვობიდანვე იზიდავს. იგი ძუნწი არ არის, მაგრამ არც მფლანგველი, მაგრამ რამდენი ფულის პატრონიც არ უნდა გახდეს ტრაბახს არასოდეს დაიწყებს. პირიქით მას ღარიბი ნათესავის როლი უფრო აწყობს. ''მე არც ისეთი მდიდარი კაცი ვარ რომ უბრალო ნივთები შევიძინო'' ამ პრინციპით ხელმძღვანელობს კიბო. იგი უარს გეტყვით კაფეში შერბენაზე, მაგრამ ძვირფას რესტორანში სიამოვნებით შევა. იგი ძუნწი კი არა ჭკვიანი და პრაქტიკული ადამიანია.

თუ ნაცნობებს შორის კიბო-მხატვარი ან კიბო-მუსიკოსი გყავთ, არ გეგონოთ თავი მხოლოდ მაღალფარდოვანი იდეებით ჰქონდეთ გამოტენილი.

კიბო მამაკაცი სპორტულ სამოსს მკაცრ კოსტიუმს ამჯობინებს, თანაც უთუოდ მდიდრულ მაღაზიაში იყიდის.

კიბო-მამაკაცები ჩინებული მზარეულები არიან. საეართოდაც იგი ძალიან ყურადღებიანი არსებაა, ოჯახში თვით უმნიშვნელო წვრილმანსაც კი ყურადღებას აქცევს. სტუმრებს სიამოვნებით დაათვალიერებინებს თავის კოლექციას, ხოლო ქალების მიმართ უჩვეულო გალანტურობას გამოამჟღავნებს. კიბო აღმერთებს თავის წარმომავლობას, წინაპრებისაგან მემკვიდრეობით დარჩენილი ანტიკვარული ნივთები კი მისი სიამაყეა. მათში ხომ მისი ორი მისწრაფებაა გაერთიანებული: ისტორია და ფული.

კიბო ძალიან პრეტენზიულია და გვიან ოჯახდება. შეცდომის დაშვების ძალიან ეშინია. სამაგიეროდ თავის რჩეულს ცამდე აიყვანს.

როგორც მამა, კიბო უნაკლოა. მსგავსი სიყვარულით და ერთგულებით ბავშვებისადმი ბევრი დედა ვერ დაიტრაბახებს. გულწრფელად აინტერესებს შვილების ბედნიერება უბედურება და ყოველგვარი განცდები.

2
4453
4-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
4453
  
2012, 11 მაისი, 20:01
კი დავწერ დღეს და დავდებ
2012, 11 მაისი, 17:06
ქალი-კირჩხიბი არ დაწერ ამაზე? მაინტერესებს ძალიან
0 1 2