შოუბიზნესი რატომ დაემუქრა ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს შუბლის გახვრეტით 2014, 18 აპრილი, 14:25
"გაიღო კარები და შემოვიდა მზე. შემოიტანა სითბო და მომიტანა ბედნიერება... რამდენიმე დღით ჩამოვიდა, მაგრამ ხომ ჩამოვიდა ჩემი ტკბილი გოგო. აუ... დილით რომ გავიღვიძებ და დავინახავ და მერე ისევ რომ ვნახავ და როცა მინდა რომ ჩავეხუტები. ბედნიერი ვარ ძალიან და ეხლა ამას ვინც კითხულობთ მინდა კიდევ უფრო ბედნიერები იყოთ..." გუშინ კი ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მარიამთან მიმოწერის საუბარი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს მარიამმა საპირველაპრილოდ არ დაინდო დედა და მოატყუა, რომ ჭიპი გავიხვრიტეო, რაზეც ნანუკა შუბლის გახვრეტით დაემუქრა. როგორც იცით, ნანუკას მეორე ქორწინებიდან ჰყავს პატარა საბა კოდუა, მისი მეუღლე ირაკლი კოდუა ახლა ინტერპოლით იძებნება და მისთვის ამ რთულ სიტუაციაში შვილების სიყვარული და საყვარელი ჟურნალისტური საქმიანობა სტიმულის მიმცემია. 1015 4-ს მოსწონს
|