საზოგადოება თეონა კონტრიძე: "- რუსეთში აგრესია კი არა, მლოკავს ხალხი" 2014, 18 აპრილი, 4:14
სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ყველაზე ექსცენტრიული, ნიჭიერი და ემოციური თეონა კონტრიძე, საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად, იგი "იმედის" შოუს, "ორი ვარსკვლავის" ჟიურის წევრია და ყოველთვის გამორჩეულია ხმამაღალი, კრიტიკული შეფასებებით და ეპატაჟური იმიჯით. მაყურებელი, ყოველთვის სიურპრიზს ელის მისგან, რაც რამოდენიმე დღის წინ, კონკურსის ბოლო ტურზეც დაამტკიცა, როცა სალომე ღვინიაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის წყვილის შეფასების დროს, ჟიურის დანარჩენ წევრებთან უთანხმოება მოუვიდა და შოუ მოულოდნელად დატოვა.
ამასთან, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, მომღერალი საკმაოდ ბევრ ტელე-გადაცემაში მიიწვიეს სტუმრის სტატუსით, სადაც მან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით თავისუფალი და გამომწვევი აზრები გამოთქვა, რითაც საზოგადოების დიდი ნაწილისგან უარყოფითი შეფასებები მიიღო. თავად თეონა კონტრიძე, ამასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საქართველოში ხალხს მანიაკალურად ეშინია თავისუფლების და საზოგადოების მხრიდან მისდამი აგრესიაც ამის გამოა გამოწვეული.
" - მე იმხელა იმუნიტეტი მაქვს ლანძღვის წინააღმდეგ, ვერც კი წარმოიდგენთ. არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემზე ერთგულები. დარწმუნებული ვარ, არსებობს ხალხი, ვისაც იზიდავს ჩემი პერსონა. ქართლის დედა ჩემთვის არის სიმბოლო და არა სიწმინდე. საბედნიეროდ, საცხოვრებელი არა მხოლოდ საქართველოში მაქვს. რომ ამბობენ, საქართველოსთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც პარტიული რუსეთისთვისო, სხვათაშორის, საქართველოსაც არ გაუკეთებია ჩემთვის იმდენი, რაც პარტიულ რუსეთს... 20 წლის განმავლობაში, პირველად ვმუშაობ საქართველოში და ხორცები დამაგლიჯა ხალხმა, სვავებივით იქცევიან. რუსეთში აგრესია კი არა, მლოკავს ხალხი." - ამბობს კონტრიძე. 2650 12-ს მოსწონს 1-ს არა |
მართლაც არ უხდება მის პარამეტრებს მისი ჩაცმულობა მაგრამ აქაც რაც უნდა ის ქნას:)