x
image
K.P.
კოტე თოლორდავას ხმა ჩაუწყდა და ოპერაცია ესაჭიროება
image

კოტე თოლორდავა ერთ-ერთი პოპულარული მსახიობია. ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო და მალევე შეიყვარა. მსახიობმა ბედი ტელეკომპანია "იმედის" ახალ პროექტში "ორ ვარსკვლავში" სცადა. მისი მეწყვილე პოპულარული ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი გახლავთ. წყვილი ჟიურის დიდ სიმპათიებს ვერ იმსახურებს, კოტეს ხშირად აკრიტიკებენ და დაბალი ქულებითაც "ანებივრებენ". ნინი და კოტე კვლავ რჩებიან პროექტში და ეს მაყურებელის დამსახურებაა, რომელიც "სმს"-ებს არ იშურებს. კოტე განსაკუთრებული სასიმღერო მონაცებებით ვერ დაიკვეხნის. მსახიობის პროექტი მიმდინარეობისას ხმა ჩაუწყდა და ახლა ლარინგოლოგთან დადის. მას ოპერაცია ესაჭიროება. შესაძლოა ეს ყველაფერი დატვირთვის ბრალი იყოს. შეძლებს თუ არა კოტე პროექტში დარჩენას და სიმღერის გაგრძელებას ჯერ უცნობია. ფაქტი კი ერთია, მაყურებელი ძალისხმევასა და "სმს"-ებს არ იშურებდა, რომ წყვილი კვლავ ენახა. image

შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილი პოპულარული ქართველი მომღერალია. მეუღლესათან სკანდალური განქორწინების გამო მის მიმართ საზოგადოების ინტერესმა იმატა, თუმცა მომღერალს ეს უკანასკნელიც არასდროს ჰკლებია. ნინი ბავშვობიდან პოპულარულია. მომღერალს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ელენე კუტალაძე.

კოტე დაქორწინებულია განო მელითაურზე. ეს მსახიობის მეორე ქორწინებაა. კოტეს სამი შვილი ჰყავს.

ვუსურვოთ წყვილს წარატებები...


image

1
441
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
441
  
2014, 18 აპრილი, 19:39
უკაცრავად კი ვარ მაგრამ სასტიკად არ მომწონს კოტე, იმაზე დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე ვიდრე არის..
0 1 1