საზოგადოება გაცნობის საიტის დედოფალი:ამერიკელ ჰოლივუდის ლამაზმანებს კონკურენტი გამოუჩნდა 2014, 16 აპრილი, 9:13 ![]() როგორც Daily Star-ი უიწყება ამ ტიტულის შემდეგ, რომელიც იგი ადგილობრივმა პრესამ მოიხსენია, ლორენი გახდა ლამისაა ყველაზე პოპულარული მარტოხელა გოგონა ამერიკაში.არცაა გასაკვირი, რომ მის გაცნობას უამრავი მამაკაცი ცდილობს. ცისფერთვალება და შავთმიანი ლამაზმანი, რომლის სხეულიც ტატუირებით არის დაფარული, არა მარტო გარეგნობით გამოირჩევა, არამედ საკმაოდ ორიგინალურად აღწერს თავის თავს გაცნობის საიტზე. ![]() მისივე სიტყვებით არის ათეისტი, გატაცებულია ასტრონომიით, უყვარს ჰოკეი, ვისკი და ოკეანეში ბანაობა. ისევ ლორენის გამონათქვვამს თუ მოვიშველიებთ, თუ გინდა, რომ წარმატებული იყო გაცნობის საიტზე და შენით დაინტერესდნენ მამაკაცები, უნდა მოერიდო ისეთ კლიშეს, როგორიცაა მაგალითად სურათი გამობერილი ტუჩებით და ქვემოთ მინაწერით:"ვცდილობ ვიცხოვრო სრული სიამოვნებით." ლორენის აზრით წარმატების საიდუმლო კარგი ფოტოს შერჩევაში, გამართულ მართლწერაში და შაბლონური ფრაზების არქონაში მდგომარეობს. ![]() ბოლო 3 თვის განმავლობაში ლორენი 10-ზე მეტ პაემანზე იყო, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, გაცნობიდანვე ცოტა ხანში მამაკაცების უმეტესობა ხელების ფათურს იწყებენ, ხოლო ზოგი კი ფულს სთავაზობს სექსის სანაცვლოდ.ზოგს გარეგნობა ან სიმაღლე სხვა ჰქონია...ხოლო ზოგიერთმა მამაკაცმა, რომელიც მართლა მოეწონა ლორენს, უარი განაცხადეს მასთან მეორედ შეხვედრაზე."ასე, რომ საიტის ყველაზე პოპულარული გოგონაც არაა დაზღვეული უარისგან"-აცხადებს ის. ![]() ![]() 54 4-ს მოსწონს
|