პოეზია ცოცხალი ტილო. 2014, 13 აპრილი, 10:55 ცის უსასრულო ფსკერი,
ქაოსი შეშლილი სახის,
ტილოს შეხიზნული შიში
დუქნის აბრაზე დაქრის
თეთრი გაიცრიცა ფერფლად შავი საწყისია რღვევის, მიწას გამოექცა მტევნად ციცქნა ნაგლეჯი ოცნების გრძნობა დამსხვრეული ზეცის ნელა ეპარაბე ფერებს სევდა შეპარვიათ თმებში შავად გადაგვალულ სერებს. ქუჩებს დაეტყობა გლოვა, ახლად გადაწერენ რომანსს სხივებით დაჭრილი თბილისი ოცნებად წაყვება ფიროსმანს. გზები აირია თვალში წარსული დაიტირა გულმა, ფიქრით დაღლილმა სახემ დაიწყო სივრცეში ცურვა. ა.ვ. 2007წ. 18 4-ს მოსწონს
|