შენ უნაზესი სუნთქვასავით ჩაიღვარე ჩემს ობოლ გულში,
ცის ყველა მნათობს მოსტაცე სხივი და სინათლით
დაეშვი ჩემი გულის ვიწრო ბილიკზე,
ცრემლებით დასისხლულ ბალახზე შევერთდით ერთხორცად,
ერთ სულად და სიყვარულის შხამნარევმა ვნებამ შემოგვახვია,
თავისი თბილი ხელები,
გვეფერებოდნენ სურნელოვან გვირგვინებს ხრიდნენ, თეთრი იები და ენძელები
ჩევენ არ გვინდოდა არავის შველა, სამყარო იყო თვითონ საშველი.