როცა შემოდგომის თბილი ქარი დაბერავს ოქროსფერ,
უკვე სიბერეში გარდასულ ტყეებს,
როცა სუსტი და ალმაცერი სხივი ჩაეშვება შენს ლამაზ თვალებში
როცა ბნელ ღრუბლიან ღამეში სახეს დაგისერავს
უკვე ნახევრად შიშველი ტოტები
მე შემოდგომის სევდიანი დასასრულივით, შენს წამწამებზე
მოცეკვავე ჩრდილში მოვკვდები.
ა.ვ.