შოუბიზნესი ეკა კვალიაშვილის საბანკო ანგარიშზე დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაირიცხა 2014, 11 აპრილი, 12:16 ![]() როგროც იცით, მომღერალ ეკა კვალიაშვილს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. იგი ნეიროვირუსით არის დაავადებული. მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ დიდი თანხა სჭირდება. ამის გამო, ეკა ხოფერიას ტელეშოუში საქველმოქმედო ტელე მარათონი გაიმართა, სადაც მისი კოლეგები და მომღერლები იყვნენ მიწვეული. როგორც შოუს მსვლელობის დროს გამოცხადდა, მომღერლის საბანკო ანგარიშზე 90 ათასი ლარი ჩაირიცხა, მაგრამ რეალურად მხოლოდ 22 ათასი ლარია ეკა კვალიაშვილის ანგარიშზე. ცხადია, ეკა კვალიაშვილი ამ ფაქტით ძალიან ნაწყენია იმ პიროვნებებზე, რომლებმაც მომღერლის ავადმყოფობა საკუთარი პიარისთვის გამოიყენა. ეკა კვალიაშვილი, სავარაუდოდ დღეს უნდა გაფრენილიყო საფრანგეთში. იქ იგი მკურნალობის კურსს გაივლის. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუკა ძალიან განიცდის დედის მძიმე მდგომარეობას და სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით ამხნევებს მას: "დე მიყვარხარ ძალიან და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება..." ![]() 1119 4-ს მოსწონს 1-ს არა
|