სხვა სიამის ტყუპები, რომელთაც დაშორება არ სურთ (+ ფოტოები) 2014, 10 აპრილი, 21:06 ![]() ერთს შივანატხი ჰქვია, მეორეს შივამი. შივანატხი შედარებით სუსტია. ის გვეუბნება, რომ ველოსიპედის ტარებაც შეუძლიათ და სკოლაშიც დადიან. ისინი კარგი მოსწავლეები არიან. შეიძლება ითქვას საუკეთესონიც მთელს სოფელში, მათი 45 წლის მამის რაჯ კუმარის საამაყოდ, რომელიც ძალიან ზრუნავს მათზე. მას ჰყავს ცოლი შრიმატი და ხუთი ქალიშვილი. მამა აცხადებს, რომ ვაჟებს არ მისცემს სოფლის დატოვების უფლებას, რადგან სხვებს მხოლოდ მათი თვალიერება მოუნდებათ, იმას კი არავინ იფიქრებს, რამდენი პრობლემები აქვთ ბავშვებს. წვიმის სეზონის დადგომისას მათ უჭირთ სკოლაში სიარული. როცა ერთს დაჯდომა მოესურვება, მეორე მაშინ წევს, თუმცა ერთმანეთს კარგად უგებენ და ამაზე არ ჩხუბობენ. მამა ამბობს, რომ ფულიც რომ ჰქონდეს, ბავშვებს არ დააშორებდა, იმიტომ, რომ შივამი თუ ნორმალური დარჩება, შივანახტს ფეხები არ ექნება და მთელი სიცოცხლე ვერ იმოძრავებს სხვისი დახმარების გარეშე. ასეთი ტყუპები 50 000-ში ერთი იბადება და მათგან მხოლოდ ერთი პროცენტი აღწევს ერთი წლის ასაკამდე. ასეთები უკვე ცხოვრობდნენ ინდოეთში: განგა და იამუნა. ისინი ცირკში მუშაობდნენ. მათ ჰყავდათ საერთო ქმარი სახელად გადათხარი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 170 3-ს მოსწონს
|