x
image
worldsport.ge
სტივენ ნეისმითი ევრო-2016-ის შესარჩევ ჯგუფზე

imageშოტლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, “ევერტონის” ნახევარმცველმა სტივენ ნეისმითმა ევრო-2016-ის შესარჩევი ჯგუფის შეფასებისას განაცხადა, რომ შოტლანდიას თავისუფლად შეუძლია მეორე ადგილის დაკავება. მან საქართველოს ნაკრებიც ახსენა.
“გერმანია უდავო ფავორიტია, ჩვენ კი, რეალობის გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია მეორე ადგილზე გასვლა. ასევე ფიქრობენ პოლონელები და ირლანდიელებიც. ამ ორ გუნდთან ბრძოლები მართლაც განსაკუთრებული და პრინციპული იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია ჯგუფში თავისი მიზნის შესრულება”.
ნეისმითს 28 სანაკრებო მატჩში 3 გოლი გაუტანია. ისე, შოტლანდია უკვე დიდი ხანია, რაც დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე არ ყოფილა – 1998 წლის მუნდიალის შემდეგ. გორდონ სტრაჩანის გუნდი ბოლო ერთ წელიწადში საკმაოდ კარგად თამაშობს და ეს ფიფას რეიტინგშიც აისახა, სადაც 22-ე ადგილზეა.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0